პარასკევი, ივნისი 26, 2026

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხელეების მიერ  სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დანაშაულში ამხილეს: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შ.,ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის  განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბ., განყოფილების მშენებლობის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ა.,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის  იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების  განყოფილების მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ივანე ქ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი კ., გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი დურმიშხან ა. და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში დიმიტრი ა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,მოხელეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, საერთო ღირებულებით 44 849,98 ლარი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი დაევალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად მიმდინარე მშენებლობაზე მომსახურებისა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ კომისიას შემდეგი შემადგენლობით: კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი კ, კომისიის წევრები: ნოდარ შ, დურმიშხან ა, თეიმურაზ ბ, გიორგი ა, ივანე ქ. და დიმიტრი ა.

შპს ,,მოხელემ“ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი 44 849,98 ლარის ღირებულების სამუშაოების ნაცვლად, ფაქტობრივად შეასრულა 29 048,11 ლარის სამუშაოები. შპს “მოხელეს” დირექტორმა და დამფუძნებელმა თემურ ფ-მ არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, შეადგინა ყალბი ინფორმაციის შემცველი ფორმა №2-ები საერთო ღირებულებით 43 351,07 ლარი, რაც წარადგინა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.

დასახელებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ კომისიის ზემო მითითებულმა წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლიეს შესრულებული სამუშაოები და  შეადგინეს დასკვნები, რომელთა თანახმად სამუშაოები შესრულებულია წარდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა N2-ის შესაბამისად, რის საფუძველზეც განხორციელდა სამუშაოების მიღება-ჩაბარება გამგებლის მიერ, რაც გახდა საბოლოო ანგარიშსწორების საფუძველი.

ამდენად, თემურ ფ.  დიმიტრი კ-ს,  ნოდარ შ-ს,  დურმიშხან ა-ს თეიმურაზ ბ-ს გიორგი ა-ს, ივანე ქ-ს  და დიმიტრი ა-ს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მოტყუებით დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით 14 302,96 ლარი.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით)რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვილის დედა ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ბავშვი უკვე 3.200 კილოგრამს იწონის, ანალიზები კარგია, ხოლო ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ნაწლავის სიგრძე 55 სანტიმეტრს აღწევს,- ამის შესახებ დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში წერს.„გაბრიელი უკვე 3.200 კილოგრამია. ანალიზები კარგი გვაქვს. ინტენსიურიდან ჩამოგვიყვანეს გუშინ და გადაგვიყვანეს პალატაში… ასევე მისი ნაწლავი კვლევით 55 სანტიმეტრია... როცა თურქეთმა აბსურდულად პატარა გვითხრა, 25 სანტიმეტრი… რაც რეალური არ იყო ზუსტად ვიცოდით, რადგან ბოლო ოპერაციაზე ქირურგმა გვითხრა, რომ 45 სანტიმეტრი იყო... ნაწლავი იზრდება და არ პატარავდება, ხომ?  ხო, ახლა გადავიდეთ კარგ ამბავზე, ის 10 სანტიმეტრით არის გაზრდილი, რაც ძალიან კარგია.რჩევის დონეზე ბევრს გირჩევთ აქ ჩამოსვლას, თუმცა, ისე არა, როგორც მე ჩამოვედი… გადმოაგზავნეთ საბუთები და დაეკონტაქტეთ კლინიკას… მე პირდაპირ ავიყვანე და ჩამოვიყვანე ბავშვი, დრო არ იცდიდა... და ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია,“ - წერს თაკო ბარბაქაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალდონელია სეტყვა.„26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია თოფურია: “მიყვარხარ საქართველო! დიდი მადლობა.”

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "სიტყვის აკადემიის“ (Word Academy) მიერ მის მხარდასაჭერად მომზადებულ ვიდეორგოლს. კლიპში 200-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა შეიკრიბა, რათა ჩემპიონისთვის სიყვარული და გვერდში დგომა გამოეხატა."ილია, შენი სამშობლო შენ გვერდითაა!“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.ქართველმა მებრძოლი კი ამ ვიდეო რგოლს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:"მიყვარხარ საქართველო. დიდი მადლობა" - წერს ილია თოფურია.

გმირი ბიჭი ტყიბულიდან, რომელმაც 2 დღის წინ თბილისში, ლისის ტბაზე ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა 23 წლის თემო კუბლაშვილია.

23 წლის ტყიბულელმა თემო კუბლაშვილმა თბილისში, ლისის ტბაზე ახალგაზრდა დახრჩობას გადაარჩინა. შემთხვევა 2 დღის წინ, ღამის 11 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვს წყალში ბურთი გადაუვარდა და ახალგაზრდა მის გამოსატანად შევიდა, თუმცა შუა ტბაში ძალა გამოეცალა და შველას ითხოვდა. მაშველების, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე ახალგაზრდის გადასარჩენად ტბაში თემო კუბლაშვილი გადახტა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს სიბნელეში მიაგნო და ნახევრად გონდაკარგული ნაპირზე გამოიყვანა. თემო კუბლაშვილი თბილისში ქირით ცხოვრობს და რესტორანში მუშაობს.

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბოლქვაძემ ბელგიელი ჟელინ ვანდრომი სამ სეტში – 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა.პირველ სეტში ბოლქვაძემ გადამწყვეტი ბრეიქი მეშვიდე გეიმში შეასრულა, ხოლო თავისი ჩაწოდება არ დაუკარგავს. მეორე სეტში ბელგიელმა ორი ბრეიქის შესრულება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ სეტში ბოლქვაძემ მეტოქეს სამჯერ აართვა ჩაწოდება.28 წლის ქართველი ჩოგბურთელისთვის დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ეს მეორე გამოსვლა იქნება – პირველად მან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე მოახერხა ძირითად ბადეში მოხვედრა და ერთი წრის გავლაც შეძლო.უიმბლდონის ძირითადი ეტაპი 29 ივნისს დაიწყება, მანამდე წილისყრა შედგება და ბოქლვაძე თავისი მეტოქის ვინაობას შეიტყობს.

ბოლო სიახლეები