იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა პროფესიული უნარ-ჩვევები და დარგობრივი ცოდნა გაიღრმავეს
პროექტში ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში” ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 120-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა. გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი და საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაესწრნენ.
ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სალექციო კურსები მოისმინეს, დეტალურად გაეცნენ ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ 14 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, ინოვაციური სერვისების დანერგვას, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....