ორშაბათი, მარტი 23, 2026

მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს

მედიის წარმომადგენლები პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ, ხოლო პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

ამის შესახებ იმ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა პირველ არხთან წაიკითხა.

„გასული წლის 29 ივნისს, ჩვენი კოლეგა, პირველი არხის მონტაჟის ყოფილი რეჟისორი, მამუკა ბერძენიშვილი 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის ე.წ. ემდეემას პირადი მოხმარებისთვის შეძენა,შენახვის ბრალდებით დააკავეს და დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს, რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. იმის ფონზე, რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში 6-დან 8 წლამდე მიდიან, წამებისთვის 7-დან 10 წლამდე, მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება 6 წლით დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის, ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობის შეფარდება, სახელწიფოს მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური და არაადამიანური ნაბიჯია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია კანონში დოზირებების განსაზღვრა, რათა ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა განსაკუთრებულად დიდ ოდენობად არ ითვლებოდეს.

ასევე, მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული, არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ კანონებში ცვლილებების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება.

ამასობაში კი უსამართლოდ ათასობით ოჯახი უბედურდება. ამ წუთისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია მოხდება თუ არა რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით. მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი და მასთან ერთად ციხეში პირადი მოხმარებისთვის და მინიმალური დოზებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს.

ვადასტურებთ, რომ მამუკა ბერძენიშვილი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, ძალიან უკონფლიქტო, დადებითი პიროვნება და მისი ადგილი პენიტენციალურ დაწესებულებაში ნამდვილად არ არის.

მამუკა ბერძენიშვილი საზოგადოებისთვის და არც ერთი ადამიანისთვის არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. მოვითხოვთ, პირველ რიგში პარლამენტისგან, კანონში დაუყოვნებლივ ცვლილებებს და პრეზიდენტისგან მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას, რათა ის დაუბრუნდეს თავის ოჯახსა და მეგობრებს“,- ნათქვამია მიმართვაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 0.1133 გრამი კანაფისა და 6 აბი MDMA-სთვის 28 წლის მამუკა ბერძენიშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

5 მარტს ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადავადდა. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ირანში, რუსეთის მიერ აშენებულ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს

კრემლი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში, რუსეთის მიერ აშენებულ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმამ, შესაძლოა, „გამოუსწორებელი“ შედეგები გამოიწვიოს.კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ რეგიონში „კატასტროფულად დაძაბული“ ვითარების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.მისივე თქმით, ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ დარტყმას უკიდურესად საშიში და, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება.პესკოვის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს „შესაბამისი სიგნალი გადასცა“.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48-საათიან ვადას აძლევს.„ირანი „ჰორმუზის სრუტეს“ 48 საათის განმავლობაში თუ არ გახსნის, აშშ დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სომხეთმა ირანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

სომხეთმა ირანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.„მინდა, გაცნობოთ, რომ სომხეთმა უკვე გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ეს, პირველ რიგში, სამედიცინო მარაგი იყო და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.პარლამენტის წევრმა როდესაც ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა სომხეთის ხელისუფლებამ, ამის შესახებ არ გაეცხადებინა, მირზოიანმა უპასუხა, რომ ისინი უბრალოდ ვერ ხედავდნენ საჭიროებას.

,,მიყვარხარ, პატრიარქო” – ბიჭი ცნობილი ვიდეოდან, პატრიარქის დალოცვის შემდეგ სტიქაროსანი გახდა

„დილა მშვიდობისა საქართველო" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერს ბიჭთან, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ვიდეოდან „მიყვარხარ პატრიარქო" გაიცნო.როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, პატრიარქის დალოცვის შემდეგ ის  სტიქაროსანი გახდა.ნახეთ სიუჟეტი სრულად:    

ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა პარაფარიკაობაში ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარაფარიკაობის „მსოფლიოს თასი 2026’’ გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა – ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ასპარეზობა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური შეხვედრა პოლონელ კინგა დროჟთან ანგარიშით 10:15 დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.ირმა ხეცურიანმა, ასევე ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალური შეხვედრა იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 13:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საპატრიარქო – მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე.„ტაძარში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები