პარასკევი, თებერვალი 6, 2026

სპეციალურად რთული რელიეფისთვის, გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 მანქანა გადაეცა

“უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ავტოპარკი, რომლითაც სასწრაფო სამედიცცინო დახმარება რეგიონის მოსახლეობას მიეწოდება, სრულად განახლდა. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისს კიდევ უფრო გააუმჯობესებს” – თქვა გადაუდებელი დახმარებისს ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მამა აკაკი მელიქიძე წყევლის შესახებ

ქრისტიანულად გამორიცხულია მაწყევარობა. დაუშვებელია დედისგან შვილის დაწყევლა. შვილის წყევლა ღვთისათვის საძულველი მოქმედებაა. „მოყვასის სიკეთის სურვებისას, ას წილ სიკეთეს იღებ, სიბოროტის სურვებისას, ას წილ ბოროტებას ირებ“. დედისაგან შვილის წყევლა აუცილებლად სრულდება შვილზე და დედასაც უკან უბრუნდება. შვილები ამის გამო იტანჯებიან და არ ეწყობათ ცხოვრება. როგორც მშობელი, ისევე შვილიც კრძალვით უნდა იყოს მშობლისადმი დამოკიდებული. დაუშვებელი და მიუღებელია დედის და საერთოდ მშობლის დამცირება, ლანძღვა-გინება. მშობელი ღვთისგანაა დადგენილი, რომელსაც შვილი ყოველდღიურ პატივს უნდა აგებდეს. სწორედ ასეთი შვილები არიან ჯანმრთელები და ცხოვრებაშიც ხელი ემართებათ, აქვთ უფლის მფარველობა. კარგად აღზრდილ შვილებს მარადიულ ცხოვრებაშიც ელით კეთილდღეობა. მამა აკაკი მელიქიძე

კახა კალაძე – დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ.„მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით. ზოგადად ფასების დასტაბილურების საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია, ხელშეუხებელია და მას არავინ ეხება, თუმცა ფასების დარეგულირების საკითხში მათი ჩართულობა და თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, კახა კალაძის თქმით, ამ შედეგების ეჭვქვეშ დაყენება სასაცილოა, რადგან არსებობს საერთაშორისო სტატისტიკა და შესაბამისი დასკვნები.„საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად აქვეყნებენ სტატისტიკას ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ამის ეჭვქვეშ დაყენება სასაცილო მგონია. ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის. შეიძლება ეს ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ცხადია, ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, ვისაც ეკონომიურად უჭირთ, თანადგომა სჭირდებათ. მე როგორც დედაქალაქის მერმა, შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უამრავი სპეციალური პროგრამა. ვიდრე ასეთი ოჯახები არსებობენ, ჩვენ მათ ყოველთვის გვერდით დავუდგებით. ყველაფერი შედარებითია. გადავხედოთ წინა წლებს, შევადაროთ რამდენი გაჭირვებული ადამიანი იყო, ახლა რამდენია. იმის ილუზია არავის გვაქვს, რომ ქვეყანაში ყველაფერი საუკეთესოდ არის და გულზე ხელის ბჯენით ვთქვათ: აუ, რა მაგრები ვართო. ცხადია, ასე არაა და ჩვენ უფრო უკეთესი შედეგები და ქვეყნის მეტად ეკონომიკური წინსვლა გვინდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

„რვა ექიმს საქმიანობის უფლება ექვსი თვის ვადით შეეზღუდა…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, რვა ექიმს საქმიანობის უფლება ექვსი თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.„გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები, სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. საბჭოზე კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.დადგინდა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რომელიც განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ამასთან, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი გაცემის პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია ექიმების როლი, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.ირანის მხრიდან დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, აშშ-ის მხრიდან კი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობენ.ირანული მედიის თანახმად, ირანი მოლაპარაკებებს იწყებს მკაფიო გეგმითა და განსაზღვრული ჩარჩოთი, სადაც ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დათმობა თანდათანობითი და დაბალანსებული იქნება. ირანის მხრიდან მომლაპარაკებლების ძირითადი აქცენტი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზეა.აშშ ირანისგან ითხოვს ურანის გადმდიდრების შეზღუდვას, ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვას და რეგიონული დაქვემდებარებული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტას.

ირანში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს აფრთხილებს – „გქონდეთ ირანიდან წასვლის გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე“

ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-თან, გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა კონტაქტების, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ბრალი არ არის, წინა ადმინისტრაციის ბრალია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატო-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა.„საქართველო პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ნატო-ს წევრი თუ არა წევრ ქვეყნებთან. ჩვენ ვართ მეოთხე ადგილზე ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორისაც იმ კონტინგენტით, რომელიც გვყავდა გაგზავნილი ავღანეთში. ეს არის ქართული მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ვაჩვენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს არ დააფასა და პირიქით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვენახა გვერდში დგომა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ვნახეთ ძირის გამოთხრის მცდელობა ქართული დემოკრატიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დანაშაულია ბაიდენის ადმინისტრაციის, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოასწოროს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოასწორებს, ჩვენ ამის მზაობა გვაქვს, ეს არაერთხელ განგვიცხადებია. ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელიც სამყაროში ხდება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები