ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026

ექსკლუზივი-მიცვალებულთა ქალაქი

2019 წლის ოქტომბერში იერუსალიმში ახალი მიწისქვეშა სასაფლაო
გაიხსნა. მას „მსოფლიოს გვირაბი ეწოდება“. იგი 23 ათას საფლავს
მოიცავს და მიწისქვეშ, 50 მეტრზეა განლაგებული. დედაქალაქის
მთავრი სასაფლაოს „გივატ-შაულის“ ქვეშ.
სასაფლაოს მოწყობის სამუშაოები 200 მლნ. შეკელი დაჯდა.
მიწისქვეშა სასაფლაო სპეციალური განათების სიტემებითაა
აღჭურვილი. აგრეთვე კონდიცირების სიტემებია დამონტაჟებული.
გაკეთებულია სამი ლიფტი თითოეული 30 ადამიანზე.
მოხუცებისთვის სპეციალურადაა ელექტრომობილებიც, რათა მათ
გადაადგილება გაუადვილდეთ. დასასაფლავებელი ადგილები,
როგორც კედლებში, ასევე სართულებს შორის იარუსებშია
განლაგებული.
ინჟინერული თვალსაზრისით ასეთ სასაფლაოს მსოფლიოში ანალოგი
არ გააჩნია.
თავისუფალი მიწების არსებობის პრობლემამ ახალი სასაფლაობის
შექმნისათვის მსოფლიოს მრავალ მჭიდროდდასახლებულ ქალაქის
ხელმძღვანელობის წინაშე დგას. ამის გამო ისინი ისრაელის
დედაქალაქის, იერუსსალიმის, მერიის ამ ინოვაციური
გადაწყვეტილების შესწავლას ახორციელებენ.
თავად ისრაელში ასეთი მეორე სასაფლაოს მშენებლობას იწყებენ –
ქალაქ რიშონ-ლე ციონში. მას სარიტუალო კომპანია „ჰევრა კადიშა“
დააფინანსებს. „გარდაცვლილთა მიწისქვეშა ქალაქი“ მოქმედი
სასაფლაოს ქვეშ იქნება აშენებული. აქაც როგორც იერუსალიმში
სასაფლაო რამდენიმესართულიანი იქნება. ასეთი სახის სასაფლაოები
ქვეყნის მასშტაბით მიწის გამოყოფის პრობლემას ნაწილობრივ
მოსპობს. მშენებლობის დაწყება რამდენიმე ხანში იგეგმება.
ფოტო: „მსოფლიოს გვირაბი“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალი მოჯანი: ქალაქი, სადაც რწმენები კვეთენ ერთმანეთს, ორი გზა, ერთი იმედი-განსხვავებული მრწამსი, საერთო ხსნის იდეა

,,ქრისტიანულ ქალაქში არსებული მეჩეთის ორი საკურთხეველი შიიტებისა და სუნიტებისთვის. თბილისის ჯუმა მეჩეთში მრწამსი განსხვავებულია, მაგრამ არსი საერთოა: ხსნისა და სამართლიანობის იმედი ისლამური ტრადიციის მიხედვით, შუა შაბანი იგივეა რაც „მხსნელის მოლოდინი“ ანუ საერთო ენა რელიგიებს შორის. მეორედმოსვლა, მხსნელი-–ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

ირაკლი კობახიძე – არცერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები

არცერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა,  როცა ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული.„უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო ჩვენი წინამორბედების, წინა ხელისუფლების ხელწერა. უკლებლივ ყველა უნივერსიტეტი იყო პოლიტიზებული. ისინი შევიდნენ, მათ შორის, კერძო სექტორში, დააფუძნეს საკუთარი კერძო უნივერსიტეტები, მათ შორის, ერთ ლარად ოჯახის წევრებს მიჰყიდეს უნივერსიტეტები, რომლებიც შემდგომ გარდაიქმნა კერძო უნივერსიტეტებად. უნივერსიტეტების პოლიტიზება არის ჩვენი ოპონენტების ხელწერა. არცერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს არის ჩვენი მიდგომა და ეს მიდგომა უნდა იყოს ბოლომდე გატარებული“, – განაცხადა პრემიერმა.

საფრანგეთში პროკურატურამ ილონ მასკის “X”-ის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა

პარიზის პროკურატურამ SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის პლატფორმა X-ის ოფისებში კიბერდანაშაულის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩაატარა, - იუწყება TheIndependent.პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სატელეფონო საჩივრების საფუძველზე გაფართოვდა, რომლებიც საიტის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს, Grok-ს ეხება. გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლები შეისწავლიან მათ შორის, ბავშვთა პორნოგრაფიული შინაარსის გამოსახულებების შექმნის საკითხს და სხვა შესაძლო დანაშაულებს."ამ ეტაპზე, გამოძიების ჩატარება კონსტრუქციული მიდგომას წარმოადგენს, რომლის მიზანია საბოლოო ჯამში უზრუნველყოს, რომ X პლატფორმა მოქმედებდეს საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ის ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს“- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში."The Independent“-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა X-ს. ივლისში ბრალდებების უარყოფის შემდეგ, კომპანიამ განაცხადა, რომ ფრანგი პროკურორები „პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის გამოძიებას" ახორციელებდნენ. კომპანიამ განაცხადა, რომ არსებობს "სერიოზული შეშფოთება გამოძიების მიუკერძოებლობასთან, სამართლიანობასთან და პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით", რადგან ამ საქმეში ჩართული იყვნენ ექსპერტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ სოციალურ ქსელს, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Twitter.X მიიჩნევს, რომ გამოძიება "საბოლოო ჯამში ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას" და სწორედ ამიტომ არ ეთანხმებიან საფრანგეთის ხელისუფლების მოთხოვნებს.

მარკო რუბიო – ირანელ კოლეგებთან პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა თუ იქნება, აშშ ამისთვის ღია იქნება, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ბიჭებთან შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვეცდებით,...

ირანელ კოლეგებთან პირდაპირი ურთიერთობის შესაძლებლობა თუ იქნება, შეერთებული შტატები ამისთვის ღია იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.რუბიოს განცხადებით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ირანულ მხარესთან შესახვედრად მზადაა. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა ირანთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლოს.„თუ ირანელებს შეხვედრა სურთ, ჩვენ მზად ვართ. მათ გამოთქვეს შეხვედრისა და საუბრის სურვილი. თუ გადაიფიქრეს, ამას ჩვენც დავეთანხმებით. მაგრამ ჩვენ შეხვედრას და საუბარს ვამჯობინებთ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ბიჭებთან შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ვეცდებით, გავარკვიოთ. ვერ ვხედავთ რაიმე საზიანოს იმის გარკვევაში, შესაძლებელია თუ არა რამის გაკეთება. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ნებისმიერ კონფლიქტს ან ნებისმიერ გამოწვევას ყოველთვის მშვიდობიან შედეგს ამჯობინებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.ამასთან, მარკო რუბიოს თქმით, იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა რეალური შედეგი დადოს, მხარეებმა ირანის ბირთვული პროგრამის გარდა, ბალისტიკური რაკეტების სპექტრი, რეგიონის მასშტაბით ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი და ირანელი ხალხის მიმართ მოპყრობა უნდა განიხილონ.ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 6 თებერვალს, სავარაუდოდ, ომანში გაიმართება. „აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანის თხოვნას დაეთანხმა და მოლაპარაკებები, თურქეთის ნაცვლად, ომანში გაიმართება. გავრცელებული ცნობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, შეუერთდებიან თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნები ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

ალექსანდრ სტუბი – ევროპამ და ფინეთმა უნდა აღიარონ, რომ აშშ იცვლება და მისი ადმინისტრაციის იდეოლოგია, რომელიც საგარეო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება

ევროპამ და ფინეთმა უნდა აღიარონ, რომ შეერთებული შტატები იცვლება და აშშ-ის ადმინისტრაციის იდეოლოგია, რომელიც მის საგარეო პოლიტიკას უდევს საფუძვლად, ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს.მისი თქმით, ნატო-ს ევროპელი წევრები, მათ შორის ფინეთი, ბოლო კვირების განმავლობაში თავიანთი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიების გადახედვაში არიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის გამო იანვარში ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობები დაძაბა.„ჩვენ გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ შეერთებული შტატები ცვლილებებს განიცდის. მისი მიდგომა მოკავშირეების მიმართ, ასევე საგარეო პოლიტიკის წარმოების წესი, ასევე იცვლება. აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და ევროპის მნიშვნელობას აკნინებს“, – განაცხადა სტუბმა.

ბოლო სიახლეები