ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-დანიის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ დანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი და მკაფიო მხარდამჭერია.
შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
დანიის მხრიდან აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს სრული მხარდაჭერა ექნება. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ფარგლებში.
აღინიშნა, რომ პროგრამა წლებია, წარმატებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის პროცესში. განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ამ მიმართულებით შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები. აღინიშნა, რომ ამ სფეროში კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს და ორივე მხარის სურვილია, მეტი დანიური კომპანია და ინვესტიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბერტელ ჰორდერი, პოლიტიკური დირექტორი, კრისტინა მარკუს ლასენი , დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინასა და საქართველოში ულე ეგბერგ მიკელსენი, მინისტრის მრჩეველი ულე რიუდალ სვენსონი, უფროსი მრჩეველი უილიამ ბო,ხოლო ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...