უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ჩვენი პოლიტიკა ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არ შეცვლილა. ეს პოლიტიკა გულისხმობს, რომ ჩვენ მშვიდობიანი მეთოდებით უნდა აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი ძალა მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
„ჩვენ უნდა შევძლოთ ნდობა აღვადგინოთ ჩვენ ძმებთან, ჩვენ დებთან აფხაზებთან და ოსებთან. მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა. რაც არ უნდა პროვოკაციები იყოს და სამწუხაროდ, რამდენი ასეთი პროვოკაცია, პირდაპირი მცდელობები ვნახეთ, რომ საქართველო ჩათრეული ყოფილიყო საომარ მოქმედებებში. ჩვენ ამას ცივი გონებით ვპასუხობთ და ვატარებთ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.