ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ზელენსკიმ ქვეყნები 5 ნიშნით განასხვავა-დასავლეთის ქვეყნებს განსხვავებული ინტერესები აქვთ უკრაინის ომში

დასავლეთის ქვეყნებს განსხვავებული ინტერესები აქვთ ომში, რომელიც რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ქვეყნები 5 ძირითადი მახასიათებლით განასხვავა, თუ ვის როგორ აწყობს უკრაინაში ომის წარმართვა.

❗ მისი თქმით, დასავლეთში არის ქვეყნები, რომლებსაც „არ ადარდებთ ხანგრძლივი ომი, რადგან ეს რუსეთის გამოფიტვას ნიშნავს, თუნდაც უკრაინის და უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე“.

❗ ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სხვა სახელმწიფოებისთვის უფრო მოგებიანია, რომ ომი სწრაფად დასრულდეს, რადგან რუსეთის ბაზარი დიდია და მათი ეკონომიკა ზარალდება ომის შედეგად, ამ ქვეყნებს „სურთ, რომ რუსეთმა გარკვეული ბაზრები შეინარჩუნოს“.

❗ ამავე დროს, მდიდარი ქვეყნები „აღიარებენ ნაციზმს რუსეთში“ და აუცილებლად სურთ უკრაინის გამარჯვება, დასძინა ზელენსკიმ.

❗ გარდა ამისა, როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, არიან „პატარა ქვეყნები“, რომლებიც სრულად უჭერენ მხარს კიევს, მაგრამ „ისინი უფრო ლიბერალური სახელმწიფოები არიან და ჰუმანიტარული საკითხები აწუხებთ“. ისინი მომხრენი არიან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების „ნებისმიერ ფასად“. მიაჩნიათ, რომ „ხალხი პირველ ადგილზეა“, – განმარტა ზელენსკიმ.

❗ ასევე, პრეზიდენტის თქმით, არის მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც ნებისმიერი გზით სურთ ომის სწრაფად დასრულება უკრაინაში, რადგან ისინი შეიძლება ჩაითვალოს „რუსეთის ფედერაციის ოფისებად ევროპაში“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ნამდვილად არის კიევის მხარეს და მას სურს უკრაინის გამარჯვება. პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ეხმარება უკრაინას და „ბევრ ქვეყანას უბიძგეს, რომ დაგვეხმარონ“, მაგრამ „ცოტა ნელა, ვიდრე გვჭირდება“ – შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი – სირიისთვის სანქციების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი დასაწყისია

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასაად ალ-შიბანის შეფასებით, სირიისთვის სანქციების მოხსნა ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი ეტაპის დასაწყისია.„აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიისთვის სანქციების მოხსნის შესახებ ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი დასაწყისია“, – წერს ასაად ალ-შიბანი სოციალურ ქსელში.ამასთან, შიბანი მადლობას უხდის საუდის არაბეთს აშშ-ის მხრიდან სირიაზე დაწესებული სანქციების მოხსნის ხელშეწყობისთვის.​​​​​​​​​​​​​​​​დღეს საუდის არაბეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებს მომდევნო დღეებში, თუ მოსკოვი არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მომდევნო დღეებში, თუ მოსკოვი არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.მაკრონის თქმით, სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს ფინანსური სერვისებს, ნავთობსა და ბუნებრივ აირს.„ჩვენი სურვილია, რუსეთი თუ დაადასტურებს 30-დღიანი ზავის შეთანხმებასთან შეუსაბამობას, კვლავ დავაწესოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე დავაწესეთ რამდენიმე ათეული და დავაწესებთ მათ მომდევნო დღეებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირში. ჩვენ არ გვსურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ გვსურს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ომი უნდა შეწყდეს და უკრაინა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად საუკეთესო მდგომარეობაში მოლაპარაკებების დასაწყებად. თავად უკრაინელებსაც აქვთ ნათელი ხედვა იმისა, რომ მათ არ გააჩნიათ უნარი, დაიბრუნონ ყველაფერი, რაც 2014 წლიდან წართმეული აქვთ“, – განაცხადა მაკრონმა ფრანგულ ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში.

საქართველოს ნაკრების კალენდარი კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალფიკაციო ეტაპზე ცნობილია

კატარში 2027 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი.ევროპის ზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალეკსანდერ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, ხოლო ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში მეორე რაუნდში B ჯგუფის სამ საუკუეთესო გუნდთან გაერთიანდება.A ჯგუფი:D კვალიფიკაციის მეორეადგილოსანი (დანია, ნორვეგია ან ხორვატია) 2. საქართველო 3. A კვალიფიკაციის გამარჯვებული (სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა) 4. ესპანეთიასევე ცნობილი გახდა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი. საქართველოს ნაკრები ასპარეზობას 2025 წლის 27 ნოემბერს თბილისში დაიწყებს, ხოლო 2026 წლის 5 ივლისს ასევე თბილისში ესპანეთთან შეხვედრით დაასრულებს.27 ნოემბერი, 2025 – საქართველო VS უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი30 ნოემბერი, 2025 – ესპანეთი VS საქართველო 27 თებერვალი, 2026 – ხორვატია/დანია/ნორვეგია VS საქართველო 2 მარტი, 2026 – საქართველო VS ხორვატია/დანია/ნორვეგია 2 ივლისი, 2026 – უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი VS საქართველო 5 ივლისი, 2026 – საქართველო VS ესპანეთიმეორე ჯგუფურ ეტაპზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა, სადაც B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, ჩრდ/მაკედონია/რუმინეთი/უნგრეთი) სამ გუნდს შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი იასპარეზებს.მსოფლიო პირველობა კალათბურთში 2027 წლის აგვსტო-სექტემბერში კატარში ჩატარდება.

„7 თვის ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა მისცა…“ – ძიძას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ძიძას 7 თვის ბავშვის გაუფრთხილებლობით მოკვლის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2019 წელს მოხდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, ბავშვი დიფენჰიდრამინის (ბენადრილში არსებული ანტიჰისტამინური საშუალება) ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.„ეს პრეპარატი არასდროს არ უნდა მიეცეს 6 წლამდე ასაკის ბავშვს ექიმის დანიშნულების გარეშე“,- თქვა პროკურორმა სასამართლოზე.სასამართლო პროცესის დროს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ პრეპარატის მიცემა ბავშვისთვის სხვებსაც შეეძლოთ. ასევე, პრეპარატი შესაძლოა, ყოფილიყო დედის ორგანიზმში და ძუძუთი კვების დროს ბავშვს გადასცემოდა.გამოცემის ცნობით, ვილა 2019 წლიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, თუმცა ნოემბერში გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მისი გირაოს ოდენობა 500 000 დოლარამდე გაიზარდა. იგი მალევე დააკავეს.

ლევან იოსელიანი – თავისი მნიშვნელობით, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე ტერიტორიების ოკუპაციაა, საქართველოს არ აქვს და ბუნებრივია, ვერ ექნება, დიდი გამოწვევაა ოკუპაციის თანმდევი პრობლემები

თავისი მნიშვნელობით, უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა, საქართველოს არ აქვს და ბუნებრივია, ვერ ექნება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„დიდი გამოწვევაა ამ ოკუპაციის თანმდევი პრობლემები, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, დაწყებული უკანონო დაკავებებით და დამთავრებული ჩვენი მოქალაქეებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების პრაქტიკულად, ჩამორთმევით. ამავე დროს, მათი გადაადგილების მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებით. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჩვენს ანგარიშში და ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტში გამოვდივარ, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ მნიშვნელობას იმ 83 სოფლის, დასახლებული პუნქტის, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს, იქ არსებულ მდგომარეობას და იმ აუცილებლობას, რომ იქ ადამიანებმა ცხოვრება გააგრძელონ, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია, რომ თავიანთ სახლ-კარში განაგრძონ ცხოვრება, საქმიანობა და არ დატოვონ ეს ადგილები“, – განაცხადა იოსელიანმა.როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, არის მთელი რიგი პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს იქ მცხოვრებ ადამიანებს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, სწავლის კუთხით შეღავათებს და ა.შ. თუმცა მთავარი ამოცანაა, სახელმწიფოს ჰქონდეს გააზრებული სტრატეგია, როგორ უქმნის მოტივაციას აღნიშნულ 83 სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ მათ იქ გააგრძელონ ცხოვრება.ლევან იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ გასული წელი ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევით, ეს ეხება აქციებსა და მანიფესტაციებს და აქციებისა და მანიფესტაციების დროს დაკავებულ, ნაცემ ადამიანებს.„ჩვენ ყველა შემთხვევაზე რეაგირება გაკეთებული გვაქვს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართული გვაქვს და ველოდებით მათ მიერ ეფექტურ გამოძიებას. შესაბამისად, შეფასებულიც გვაქვს ანგარიშში მათი საქმიანობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ვიღაცამ დაარღვია კანონი და ამისთვის სახელმწიფომ მისცა პასუხისგებაში ერთ მხარეს, ეს მიდგომა არ იყოს ცალმხრივი და აუცილებელია, მეორე მხარესაც, ვინც კანონი დაარღვია, ვგულისხმობ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მათ მიმართაც დადგეს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. სხვანაირად, ცალმხრივად, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ნდობას არ იწვევს და ვერ იქნება ობიექტური. ჩემ ანგარიშში ამაზეც არის საუბარი, რომ ეს მიდგომა უნდა იყოს ამ შემთხვევებში თანაბარი“, – განაცხადა იოსელიანმა.მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა უამრავი ნაცემი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და ნახა ფაქტები, როდესაც ნაცემი იყვნენ არა მხოლოდ სამართალდამცველების მხრიდან, არამედ საერთოდ რაღაც არაფორმალური ჯგუფის მხრიდან, რომლის შესახებაც დღემდე არ არის ინფორმაცია, თუ ვინ იყვნენ ისინი.„ეს საკითხი იყო და რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, რომელიც საჭიროებს სამომავლოდ გააზრება-გადააზრებას, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან აქციების დაშლის დროს ძალის გამოყენების კონტროლს“, – განაცხადა იოსელიანმა.ამასთან, იოსელიანმა აღნიშნა, რომ აქციები დღესაც იმართება და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ძალადობრივ ინციდენტებს ადგილი აღარ აქვს, არცერთი მხრიდან.„ჩვენ ვნახეთ ფაქტები ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლების გაცდომის. ასე რომ, მნიშვნელოვანია და ძალიან ყურადსაღებია ჩვენი ანგარიშის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ერთი მხრივ, მაგრამ პოლიციის რეაგირება უნდა იყოს მაქსიმალურად რეგლამენტირებული საკანონმდებლო ჩარჩოში. ის არ უნდა გასცდეს იმ საკანონმდებლო შეზღუდვებს, რასაც პოლიციას პოლიციის შესახებ კანონი უწესებს. ამის გადაცდომა იწვევს იმ შედეგებს, რაც ჩვენ ვნახეთ, უამრავი ნაცემი ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა იოსელიანმა.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სარგებლობენ თუ არა დაკავებულები სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევს პროცესს.„ცალკეულ პროცესებს ვესწრებით და ვუყურებთ ამ ყველაფერს. როდესაც ადგილი აქვს პროცესზე საპროცესო უფლებაში რამე ტიპის შეზღუდვას, ან ჩარევას, ამაზე, რა თქმა უნდა, გვაქვს რეაგირება. უშუალოდ საქმის შინაარსზე გამიჭირდება საუბარი, ვინაიდან თვითონ საქმის ნაწილზე და შინაარსზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან არ ვიცნობთ საქმის მასალებს, წვდომა არ გვაქვს საგამოძიებო მასალებზე. რამდენიმე დაზარალებულმა მოიტანა თვითონ საქმის მასალები, მსჯავრდებულის ოჯახმა და იმის შესწავლის პროცესი მიდის, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენ რომ გავაკეთოთ ანალიზი, სასამართლოს მიერ რამდენად სრულყოფილად იქნა საქმე გამოძიებული და გადაწყვეტილება სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში მიღებული, ამას სჭირდება არსებითად საქმის შესწავლა, რისი საშუალებაც გვექნება, როცა დასრულდება სასამართლო პროცესები და ალბათ, შემდეგ შევძლებთ ცალკეული საქმეების მიმართ ჩვენი მოსაზრების გამოთქმას“, – განაცხადა იოსელიანმა.

ბოლო სიახლეები