ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

ლევან გოგიჩაიშვილი – ეს არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტრაგედიაა

ოკუპანტი ქვეყანა არ ისვენებს, ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მოგვაყენოს, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. გოგიჩაიშვილმა დეპუტატებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

“მთელი ქვეყანა სამძიმარს უცხადებს ტატუნაშვილის ოჯახს. არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ვაჟკაცი კაცი. ეს არა მხოლოდ მისი ოჯახის, არამედ მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ დატრიალდეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, საფრთხე არსებობს ძალიან დიდი, არ ისვენებს ოკუპანტი ქვეყანა, აკეთებს ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენოს ჩვენს სამშობლოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიან პროცესში გადავიდეს და ასეთი ვაჟკაცი ადამიანები არ შეეწირონ ბორტმოქმედების ქმედებებს”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს

ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე დიდი ხანია, არ განუხილავთ სომხების ყარაბაღში, ბაქოში ან სხვა ადგილებში დაბრუნება.ფაშინიანმა დასძინა, რომ ასეთი საკითხის ორივე მხარეს შორის განხილვა პროვოკაციულია და ზრდის დაძაბულობას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში.ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ორივე საკითხს პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთი და იგივე ძალები აყენებენ და ამას იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.სომხური მედიის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ყოველდღიური პროპაგანდის „იგნორირებას“, „მიმდინარე დიდი დაბრუნების“ შესახებ, მათ შორის ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანში“.

ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის ძალების დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მომავალს – იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. დღევანდელი საზეიმო განწყობა განსაკუთრებულია იმ 800 ახალწვეულისათვის, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დღეს დადო სამხედრო ფიცი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების 35 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების დიდი ოჯახის მომავალზე და პროფესიული დღე განსაკუთრებით მიულოცა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს.„თავდაცვის ძალების იუბილეს ვულოცავ ჩვენი მომავლის იმედს – ახალგაზრდა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს – ყველას, ვინც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალებს“, – აღნიშნა მან.ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ მათ.„სწორედ, ოჯახია ის მტკიცე და საიმედო საყრდენი, რომელიც ამაგრებს ჩვენს ჯარისკაცებს ამ რთულ და ღირსეულ პროფესიაში. მტკიცე და მზრუნველი ოჯახი ჯარისკაცისთვის არის მისი რწმენის, სიმტკიცისა და გამძლეობის ყველაზე დიდი წყარო“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს – სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ქვეყნის თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.„დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის მზად არის, დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს.ძვირფასო წვევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. მჯერა, თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის.კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და 35 წლის იუბილეს. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია. 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად.„ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ.დღეს ჩვენ გულისტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული...

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს – დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ისტორია  გმირობის მაგალითებით არის სავსე.„ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თანამედროვე ქართული ჯარის სახით, რომელიც ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. თუმცა, ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში და მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქმნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები