ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

სალომე ზურაბიშვილი – 2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, შეიძლება, ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა მსოფლიო, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება

შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება – რაც იყო, ის არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში უკრაინისადმი სოლოდარობის საღამო გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობასა და მეგობრობაზე ისაუბრა.

„მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ქალბატონო ელჩო, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია 30 წელი. 30 წელი ეს არის ერთი თაობა. 30 წელია, რაც ამერიკა ყველანაირად გვიდგას გვერდში. მე ვეთანხმები იმას, რაც ახლა ითქვა, რომ ვიღაცები ცდილობენ გაავრცელონ არასწორი, ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება სხვა ღირებულებები გვქონდეს, შეიძლება ეს არ იყოს შესატყვისი ჩვენი უძველესი კულტურის, მაგრამ ის თანადგომა, მხარდაჭერა, ამერიკის პოლიტიკა რაც იყო და არის ჩვენს მიმართ ფასდაუდებელია და ამას ჩვენ უნდა ვაფასებდეთ. ჩვენც, ჩვენი მხრიდან ამერიკისთვის ვიყავით სანდო მეგობარი, პარტნიორი, რომელმაც თავი არ დაიშურა და იდგა იქ, სადაც საჭირო იყო, ეს იქნებოდა ავღანეთი, თუ ერაყი“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ საქართველოს ყოველმხრივ გვერდში ედგა, ეს იყო ეკონომიკური, დიპლომატიური, პოლიტიკური და ასევე კულტურული დარგი. ამასთან, პრეზიდენტმა გაიხსენა Voice of America-ს ქართული სექციის დამფუძნებლის სიტყვები საქართველოსთან მიმართებით.

„2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება – რაც იყო, ის არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ ჩვენი მთლიანი სოლიდარობა უკრაინისა და მისი შეუდარებელი ბრძოლის მიმართ, რამეთუ უკრაინელები დღეს იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, როგორც არაერთხელ ქართველები იბრძოდნენ საუკუნეების მანძილზე, მაგრამ იბრძვიან ასევე ყველას თავისუფლებისთვის და იბრძვიან ხვალინდელი მსოფლიოსთვის. ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი მსოფლიო იქნება სხვა. როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი, ხვალინდელი ევროპა, ხვალინდელი ჩართულობა ამერიკის ამ ახალ ვითარებაში, ამას დღეს ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთი რამ შეიძლება, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ხვალინდელი მსოფლიო არასოდეს აღარ იქნება ის, რაც იყო აქამდე. ეს არის უდავოდ უკრაინელების დამსახურება. ამიტომ, დღეს თუ შეგვიძლია აქ ვთქვათ, რა გვინდა, გვინდა კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა, კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენ ამას ჩვენთვის არ ვითხოვთ, მაგრამ რეალურად ჩვენთვისაც ვითხოვთ, მათთვისაც, დანარჩენი ევროპისთვისაც. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, პერიოდი. ყველას არ შეუძლია ერთნაირად გამოხატოს სოლიდარობა. ცხადია, არიან დიდი და პატარა ქვეყნები. ჩვენ არ გვიცავს მე-5 მუხლი, ეს არის ჩვენი მისწრაფება, რომ ერთ დღეს ჩვენც ვიყოთ იმ ხაზის მეორე მხარეს, სადაც შეიძლება, იყო უფრო გამბედავი და უფრო სხვანაირად გამოთქვა შენი ხედვა და მხარდაჭერა, მაგრამ სოლიდარობა ყველას გვევალება. დღეს ყველა სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ მათ მადლობას ვუცხადებთ. მადლობას ვუცხადებთ ამერიკის სახელმწიფოს მისი მთელი ამ წლების პოლიტიკისთვის. ჩვენ მას ვთხოვთ, ხვალინდელი დღეც დადგება, ომის შემდეგი დღე, როდესაც დაიწყება აღმშენებლობა, იქაც საჭირო იქნება ძალიან დიდი ჩართულობა. ახალი მარშალის გეგმა უკრაინისთვის, ახალი მიდგომები ახალი მსოფლიოსთვის.

საქართველოს თხოვნა იქნება, რომ დაგვიანდა მაღალი დონის შეხვედრები, დრო არის, ქართველი ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი. მას ველოდებით, იყო აქ ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ როგორც არც ერთი სხვა ქვეყნის და მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ. მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდეს მრავალი წელი და იყოს კიდევ უფრო მჭიდრო. მინდა, ვუსურვო უკრაინას, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რადგან მისი გამარჯვება, ყველას გამარჯვება იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ცნობილი რეჟისორი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ ბენტონი 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.ბენტონმა გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ადგილები გულში“ და იყო „ბონის და კლაიდისა“ და „სუპერმენის“ სცენარისტი. მის ნამუშევრებს 3 „ოსკარი“ აქვს მიღებული.

სტალინის ჩაის საიდუმლო

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ მოახერხა იოსებ სტალინმა, გამკლავებოდა ცხოვრების გიჟურ ტემპს და სიფხიზლე შეენარჩუნებინა ღამის შეხვედრებისა და სტრესული დღეების მიუხედავად? ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მას ძილის წინ სპეციალური რიტუალი ჰქონდა, რომელიც ეხმარებოდა, სწრაფად დაეძინა და რამდენიმე საათში მშვიდად სძინებოდა. ამბობენ, რომ სვამდა სპეციალურ ჩაის, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებდა და ენერგიით ავსებდა მთელი დღის განმავლობაში. რა არის ეს სასმელი და რატომ ღირს მისი გასინჯვა დღესაც? სტალინის საყვარელი ჩაი, რომელიც ამშვიდებს საუბარია მონარდასგან დამზადებულ ჩაიზე, რომელიც ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ხალხი მას "ბერგამოტს" უწოდებს თავისი უჩვეულო არომატით პიტნის, ციტრუსის და მსუბუქი სანელებლების ნოტებით. ეს ჩაი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი:ეხმარება გაუმკლავდეს სტრესს და შფოთვას. მონარდა შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოდუნებას და ძილის ნორმალიზებას. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. კუჭის პრობლემები ხშირად გვიშლის ხელს დაძინებაში და ეს სასმელი პრობლემას ნაზად და ბუნებრივად აგვარებს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს გაუმკლავდეს ანთებას, გააძლიეროს იმუნური სისტემა და შეანელოს დაბერების პროცესიც კი. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. მონარდას ჩაის ხალხურ მედიცინაში იყენებენ გაციებისა და ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ ჩაის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობაზე.როგორ მოვამზადოთ მონარდას ჩაი სწორად მაქსიმალური სარგებელი და მდიდარი გემო რომ მიიღოთ, საჭიროა მონარდას ჩაის სწორად მოხარშვა. ამისათვის შესაფერისია ახალი ან გამხმარი ფოთლები და ყვავილები. 200 მლ წყლისთვის საკმარისია 1–2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი. მათ ასხამენ მდუღარე წყალს და აჩერებენ 5-7 წუთის განმავლობაში. თუ უფრო მდიდარი გემო გსურთ, შეგიძლიათ ცოტა ხანს დატოვოთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაი ძალიან მჟავე გახდება. გემოს გასაუმჯობესებლად კარგია თაფლის, ლიმონის ან პიტნის ფოთლების დამატება. ამ სასმელის დალევა განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ.მართალია, რომ სტალინი ამ ჩაის სვამდა?არ არსებობს ზუსტი ისტორიული მტკიცებულება იმისა, რომ სტალინი რეალურად რეგულარულად სვამდა მონარდას, მაგრამ ხალხური ლეგენდები აქტიურად გადასცემენ ამ ფაქტს თაობიდან თაობას. ერთი რამ ცხადია: წარსულში ადამიანები ბევრად უფრო ხშირად იყენებდნენ ბუნებრივ საშუალებებს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.მონარდას ჩაი შეიძლება იყოს კარგი ალტერნატივა თანამედროვე საძილე აბებისა და ანტიდეპრესანტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ სამკურნალო მეთოდებს. მისი სარგებელი დასტურდება არა მხოლოდ პოპულარული შეხედულებებით, არამედ თანამედროვე კვლევებითაც. სცადეთ ამ სასმელის ჩართვა თქვენს საღამოს რიტუალში და ნახეთ, როგორ მოქმედებს ის თქვენს ძილსა და მთლიან კეთილდღეობაზე.

ბოლო სიახლეები