არც კი იფიქრო ნატოს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შეჭრაზეც კი, ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიური დაცვის ვალდებულება გვაქვს, – ასე მიმართა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, აშშ ეხმარება უკრაინას შეიარაღებით, თუმცა ამერიკული ძალები ევროპაში რუსეთთან კონფლიქტში ჩასართავად არ იმყოფებიან.
„ამერიკული ძალები ევროპაში იმყოფებიან ნატოს მოკავშირეების დასაცავად. გუშინ მე შევხვდი სამხედროებს, რომლებიც პოლონეთის საზღვარზე მსახურობენ, რათა გააძლიერონ ნატოს ძალების თავდაცვის ხაზი. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ მკაფიოდ გვინდა, განვაცხადოთ, არც კი იფიქროთ ნატოს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შეჭრაზეც კი. ჩვენ გვაქვს წმიდათაწმინდა ვალდებულება, მეხუთე მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიურ დაცვას“, – განაცხადა ბაიდენმა.