ალერგოლოგ იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, იმ ადამიანებისთვის ვისაც სჭირდება კორონავირუსის ვაქცინის მე-4 დოზის დამატება, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მალევე უნდა მიიღოს.
„შეიძლება უმრავლესობას ეს არ აინტერესებს, მაგრამ ვისაც ეს სჭირდება და სურვილი აქვს სახელმწიფომ მალევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინის მეოთხე დოზის დამატების თაობაზე.
– 70 წლის ზემოთ და რისკჯგუფებს 3 თვის შემდეგ მესამე დოზიდან
– სამედიცინო პერსონალს 6 თვის შემდეგ მესამე დოზიდან
აიცერი და იყავი დაცული“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.