ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეტსოლამ განაცხადა, რომ ევროპა სრულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსული ენერგეტიკისგან.
„ჩვენ უნდა ვიყიდოთ ენერგორესურსები მეგობრებისგან და არა მტრებისგან, რადგან ამ ომისთვის საფასურს ყოველდღე ვიხდით“, – აღნიშნა მან.
„დროა ლიდერობა ვაჩვენოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ „მწვანე“ დღის წესრიგზე გარემოსდაცვითი პერსპექტივიდან, კლიმატის პერსპექტივიდან, არამედ ვუყურებთ მას უსაფრთხოების პერსპექტივიდანაც“, – დასძინა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.