კულტურის მინისტრმა დარიო ფრანჩესინიმ განაცხადა, რომ იტალია მზად არის აღადგინოს დრამატული თეატრი მარიუპოლში, რომელიც რუსმა დამპყრობლებმა გაანადგურეს.
„იტალია მზადაა მარიუპოლის თეატრის აღსადგენად. მინისტრთა კაბინეტმა დააკმაყოფილა ჩემი შეთავაზება, უკრაინას შესთავაზოს რესურსები და საშუალებები მისი აღდგენისთვის რაც შეიძლება მალე. თეატრები ყველა ქვეყანაში მთელ კაცობრიობას ეკუთვნის“, – წერს მინისტრი.
შეგახსენებთ, რუსებმა თეატრზე იერიში გუშინ, 16 მარტს მიიტანეს. თავშესაფარში ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები.