სამშაბათი, მაისი 13, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერს მიმართა – შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ყოველდღე იღებთ მონაცემებს მსხვერპლის, მათ შორის ბავშვების და ქალების შესახებ? 97 ბავშვია დაღუპული, შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?

ჯასტინ, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რომ ყოველდღე იღებთ მონაცემებს მსხვერპლის შესახებ, მათ შორის ბავშვების და ქალების? ამ დროისთვის 97 ბავშვია დაღუპული, შეგიძლიათ ამის წარმოდგენა?, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერს.

უკრაინის პრეზიდენტმა კანადის პარლამენტს და კანადაში უკრაინის დიასპორას ვიდეო კონფერენციის რეჟიმში მიმართა.

„რა თქმა უნდა, ამას არავის ვუსურვებ, მაგრამ ეს დღეს ჩვენი რეალობაა. მინდა, განცალკევებით მივმართო უკრაინულ დიასპორას, კანადაში მყოფ უკრაინელებს. სწორედ ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თქვენ კი თქვენი მხრივ უნდა დაამტკიცოთ, რომ უკრაინის ისტორიის ნაწილი ხართ, ცოცხალი ისტორიის. დაიმახსოვრეთ ეს – ცოცხალი, რადგან ჩვენ გვინდა სიცოცხლე, ვისწრაფვით სიმშვიდისკენ. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის ყველას, აქ, პარლამენტში მყოფებს უკრაინელი ხალხის სახელით. დარწმუნებული ვარ, ერთად და მხოლოდ ერთად ყველა მტერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სიტყვით გამოსვლის დასრულებისას კანადელმა დეპუტატებმა უკრაინის პრეზიდენტს ტაში დაუკრეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონურ კლუბ „ოსტროვიაში“ გააგრძელებს. 24 წლის გამთამაშებელი ახალ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.გავაშელიშვილმა პროფესიული კარიერა საქართველოში, თელავის „იმედში“ დაიწყო, ბოლო ორი სეზონი კი სერბულ „მეტალოპლასტიკაში“ თამაშობდა. სერბეთის სუპერლიგაში მან  55 მატჩში 73 გოლი გაიტანა.გავაშელიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, რომლის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.„გავაშელიშვილი უნივერსალური ტიპის გამთამაშებელია, რომელსაც მოედნის კარგი ხედვა აქვს. გვჯერა, რომ ახალი სეზონიდან ჩვენს გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს“, – ასე გამოეხმაურა პოლონური კლუბი ქართველი ხელბურთელის ტრანსფერს.

🎥ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს და გვყავს ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად იყო...

„ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს ანუ რაც ოპოზიცია ვარსებობთ, რამდენი არჩევნები გაგვივლია, რამდენი კამპანია ჩაგვიტარებია, რესურსები ხომ იხარჯება, არამარტო ფულის ნაწილში, ადამიანური, დროის, ყველაფრის და ჯამში მივედით იმგვარი ტიპის ლიდერზე, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ჩვენ ასევე ვართ თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი

ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.„სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – შესანიშნავი ჟესტია კატარისგან, სულელი ვიქნებოდი, მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის სულელი იქნებოდა, უარი ეთქვა 400 მილიონი დოლარის ღირებულების „ბოინგ 747“-ზე, რომელიც მათ კატარმა უფასოდ შესთავაზა.პრეზიდენტის განმარტებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითმფრინავი რომელსაც „Air Force One“ სახელით იცნობენ, უკვე ხანდაზმულია და მისი ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობა 40 წელს აღემატება.როგორც ტრამპი აცხადებს, მოძველებული თვითმფრინავის ჩასანაცვლებლად ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გასცა განკარგულება, თუმცა მისი წინამორბედის მმართველობის დროს დამზადების ვადების გაჭიანურება მოხდა. ამ დროს კი, კატარისგან წამოვიდა შეთავაზება, რომ ვიდრე პრეზიდენტის თვითმფრინავი დამზადდება, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ კატარის არსენალში არსებული „ბოინგ 747“-ით.„თანხა, რომელსაც ჩვენ ამ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის ვხარჯავთ, მათი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, ასტრონომიულია. ვფიქრობ, შესანიშნავი ჟესტია კატარისგან. ძალიან ვაფასებ. არასდროს ვიტყოდი უარს ასეთ შეთავაზებაზე. სულელი ვიქნებოდი რომ მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები