ორშაბათი, მაისი 12, 2025

ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში ჩავა და 24 მარტს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება.

„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს ბრიუსელში გამართავს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ჯო ბაიდენი ასევე შეუერთდება ევროკავშირის საბჭოს სამიტს და უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავს. შეხვედრაზე მთავარი თემა ასევე იქნება ტრანსატლანტიკური ძალისხმევის მობილიზება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების შესახებ და უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.

„პრეზიდენტი ამ თვის ბოლოს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, სადაც ის შეუერთდება 24 მარტს ნატო-ს რიგგარეშე სამიტს, რათა განიხილოს მიმდინარე შეკავებისა და თავდაცვის მცდელობები უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის საპასუხოდ, ასევე აღინიშნება ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატო-ს მოკავშირეების მიმართ“, – თქვა ჯენ ფსაკმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

🎥ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს და გვყავს ლიდერი, რომელიც 3 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტად იყო...

„ოპოზიციური კლასის პრობლემა არის, როცა ერთ დეკადაზე მეტია ხარჯავ ამდენ ფულს, რესურსს ანუ რაც ოპოზიცია ვარსებობთ, რამდენი არჩევნები გაგვივლია, რამდენი კამპანია ჩაგვიტარებია, რესურსები ხომ იხარჯება, არამარტო ფულის ნაწილში, ადამიანური, დროის, ყველაფრის და ჯამში მივედით იმგვარი ტიპის ლიდერზე, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ძლიერი ქარი, ელჭექი, სეტყვა – ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ჩვენ ასევე ვართ თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი

ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.„სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – შესანიშნავი ჟესტია კატარისგან, სულელი ვიქნებოდი, მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის სულელი იქნებოდა, უარი ეთქვა 400 მილიონი დოლარის ღირებულების „ბოინგ 747“-ზე, რომელიც მათ კატარმა უფასოდ შესთავაზა.პრეზიდენტის განმარტებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითმფრინავი რომელსაც „Air Force One“ სახელით იცნობენ, უკვე ხანდაზმულია და მისი ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობა 40 წელს აღემატება.როგორც ტრამპი აცხადებს, მოძველებული თვითმფრინავის ჩასანაცვლებლად ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გასცა განკარგულება, თუმცა მისი წინამორბედის მმართველობის დროს დამზადების ვადების გაჭიანურება მოხდა. ამ დროს კი, კატარისგან წამოვიდა შეთავაზება, რომ ვიდრე პრეზიდენტის თვითმფრინავი დამზადდება, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ კატარის არსენალში არსებული „ბოინგ 747“-ით.„თანხა, რომელსაც ჩვენ ამ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის ვხარჯავთ, მათი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, ასტრონომიულია. ვფიქრობ, შესანიშნავი ჟესტია კატარისგან. ძალიან ვაფასებ. არასდროს ვიტყოდი უარს ასეთ შეთავაზებაზე. სულელი ვიქნებოდი რომ მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი“, – განაცხადა ტრამპმა.

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული თერთმეტი მოთამაშე Whoscored-მა შეარჩია.საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში „ხეტაფესთან“ მოგებული (3:0) შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა – მან გუნდი სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.ლა ლიგაში გამართული 35 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 45 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზეა და დარჩენილ ტურებში ევროტურნირების საგზურის მოპოვებას შეეცდება.ავტორიტეტულმა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „ხეტაფესთან“ მამამრდაშვილის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც ტურში ლა ლიგის მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ბოლო სიახლეები