რუსეთი აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ გაფრთხილებას უგზავნის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში უცხოური იარაღით დატვირთული კოლონები რუსების „ლეგიტიმური სამიზნეები“ იქნებიან.
„ჩვენ გავაფრთხილეთ შეერთებული შტატები, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არამხოლოდ საშიში ნაბიჯი, არამედ სახიფათო ქმედებაა, რომელიც შესაბამის კოლონებს ლეგიტიმურ სამიზნეებად აქცევს“, – განაცხადა რიაბკოვმა.