მამუკა მდინარაძე-საბედნიეროდ რუსული ნარატივი არც სტრასბურგის და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაგვეცვა
საბედნიეროდ იგივე (რუსული) ნარატივი არც სტრასბურგის და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაგვეცვა და სამართლებრივ დავებში საქართველო ყველგან იმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„საკუთარი ქვეყნის ღალატში დოკუმენტალურად მხილებული მეხუთე კოლონა!..
ისტერიული თავისმართლება ბოლო ორი დღის განმავლობაში N1633 რეზოლუციაზე!..
მხოლოდ ფაქტები:
1. რეზოლუციის მე-4 პუნქტში ომის დაწყების თარიღად მითითებულია 2008 წლის 7 აგვისტო.
2. მე-5 პუნქტში წერია: „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“…
3. მე-6 პუნქტში რუსების მიერ წარმოებული ომი საპასუხო შეტევად არის მოხსენიებული.
4. რა თქმა უნდა, რეზოლუციაში ბევრი ისეთი საჩვენო პუნქტია, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ძალიან არ მოეწონათ, ამიტომაც მათ საერთოდ დატოვეს დარბაზი, ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებმა კი პირიქით, მხარი დაუჭირეს რეზოლუციას მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები უცვლელად რჩებოდა რეზოლუციაში.
5. უაღრესად მნიშვნელოვანი დეტალი:
ხმების რაოდენობა რეზოლუციას ისედაც ყოფნიდა, ქართული დელეგაციის წევრების მხარდაჭერის გარეშე!
6. ეს იყო საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება (!), დაბრალება (!), რომ თითქოს 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის „არტილერიითა და კასეტური ბომბებით“ დაბომბვით დაიწყო „ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები“.
7. მეოთხე პუნქტს, სადაც ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოა მითითებული, თავისმართლებისას შეგნებულად არ ახსენებენ, რადგან მომდევნო პუნქტშივეა „აღწერილი“, რა მოხდა 7 აგვისტოს, რაც რეალობის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა და მხოლოდ ოკუპანტის ინტერესებში შედიოდა.
8. თითქმის 10 წლის განმავლობაში საქართველოში პრაქტიკულად არავინ იცოდა რეზოლუციის და მისი ამ ჩანაწერის შესახებ, მას საგულდაგულოდ მალავდნენ. როდესაც ფაქტი გამოაშკარავდა, რეზოლუციისთვის ხმის მიცემას თავიდან კომპრომისი დაარქვეს, ხანგრძლივი უპასუხობისა და დუმილის შემდეგ კი ამბობენ, რომ ომის დაწყების შესახებ არსად წერია, – თუმცა რეზოლუციის ტექსტი საჯაროა!
P.S. წლების განმავლობაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით აბრალებდნენ იმის თქმას სხვას, რაც თვითონ არა სიტყვით, არამედ საქმით ქონდათ გაკეთებული: მათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე მხარდაჭერით დააბრალეს ომის დაწყება საქართველოს.
საბედნიეროდ იგივე (რუსული) ნარატივი არც სტრასბურგის და არც ჰააგის სასამართლოებმა არ გაიზიარეს, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები დაგვეცვა და სამართლებრივ დავებში საქართველო ყველგან იმარჯვებს! ლუსტრაცია გრძელდება“, – წერს მამუკა მდინარაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...