აშშ რუსეთში დოლარის კუპიურების ნებისმიერი საშუალებით გაყიდვას ან მიწოდებას კრძალავს. ამის შესახებ აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.
„იკრძალება დოლარის ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება, პირდაპირ ან ირიბად, შეერთებული შტატებიდან ან შტატების მოქალაქის მხრიდან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, რუსეთის ფედერაციის ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერ პირისთვის“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.