ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

დავით უსუფაშვილი – ეს უკვე ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა…წავიდნენ სახლში და ისეთი მთავრობა მყავდეს, რომელიც იტყვის: “ჩვენ ვიბრძოლებთ”

ხელისუფლების პოლიტიკა არ არის სიფრთხილისა და კეთილგონიერების პოლიტიკა, ეს არის უკვე ნეიტრალიტეტის და ჩირგვებში დამალვის პოლიტიკა, – ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ხელისუფლების მხრიდან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთებულ განცხადებებსა და პოზიციას.
 
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს სახელისუფლო სისტემაში არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მითითებით მოქმედებენ.
 
„ჩემზე არანაკლებ პროდასავლური და დემოკრატი ადამიანები არიან ხელისუფლებაში, მაგრამ სასტიკად ცდებიან, როდესაც თვლიან, რომ მათი პოლიტიკა სიფრთხილის პოლიტიკაა, ცდებიან. ეს არ არის სიფრთხილისა და კეთილგონიერების პოლიტიკა. ეს უკვე ნეიტრალიტეტის და ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ძალიან ბევრი შესაძლო სანქციიდან ერთის შემოღება მაინც. მაგალითად, ის, რაც უკვე გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების გამო რუსი პოლიტიკოსების მიმართ, იგივე ლუგანსკზე და დონეცკზე რომ გაგვევრცელებინა. ძალიან მარტივია, რომელიც არც ეკონომიკას უკავშირდება, არც ღვინოს, არც შაქარს და არც არაფერს. ამით ვიტყოდით, რომ ხალხო, სანქციებზე თქვენ დღეს დაიწყეთ ლაპარაკი და ჩვენ აგერ, 14 წელია ამ ვითარებაში ვცხოვრობთ და დიახ, დონბასი და ლუგანსკი ისეთივე უკრაინაა, როგორც აფხაზეთი საქართველოა. ამის ვერ გაკეთება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც თვლის, რომ საქართველო ევროპის ნაწილი უნდა იყოს, უდიდესი და ტრაგიკული შეცდომაა, მაგრამ ამით არ მთავრდება პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს სახელისუფლო სისტემაში ინფილტრირებულნი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მითითებით მოქმედებენ. ვინ არიან ეს რომ ვიცოდე, უნდა მოვკიდო ხელი და გამოვიყვანო.
 
ერთი მხრივ, ხელისუფლებაში მყოფი ევროპისკენ და დემოკრატიისკენ მომზირალი ხალხი სასტიკად ცდება, რომლებსაც მეორე ადამიანები არასწორი ინფორმირებით და რაღაცებით აშინებენ და აშანტაჟებენ, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ გარკვეული ნაბიჯის, სახელისუფლებო გუნდიდან გადადგმულის თუ არგადადგმულის კარნახი მოდის იმ ცენტრებიდან, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ამ კამპანიაში, ამ საშინელ და სამარცხვინო ომში სხვადასხვა ინტერესების უზრუნველყოფა.
 
ვინც კავშირზეა პრემიერ-მინისტრთან და ვინც უზრუნველყოფს, რომ საქართველომ რამე ისეთი არაფერი თქვას, რაც რუსეთს დამატებით პრობლემას შეუქმნის, ამ კომუნიკაციისას რუსებსაც ესმით, რომ პირდაპირ, ღიად და ცალსახად საქართველო ვერ დაუჭერს მხარს რუსებს უკრაინის ომში იმიტომ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და აქ ხალხი საერთოდ გადაირევა. ამას უხსნიან რუსებს და მათთვისაც გასაგებია, მაგრამ სხვა მეტი არაფერი ჩაიდინო.
 
აქ არის ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო წარმოვჩინდებით, როგორც არაკვალიფიციური და მეორე მხრივ რუსეთთან სიფრთხილის პოლიტიკის კი არა, ბოლომდე დამორჩილების, ემანდ მეც არაფერი დამემართოს, პოლიტიკის მქონე. რომ არაფერი დაგემართოს, შენ უნდა იყო იმ სისტემაში, რომელიც შენს დაცვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 
დავით უსუფაშვილი გადაცემაში დავით ზალკალიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული ჯარიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეზე საუბრობს, რის გამოც საქართველო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს.
 
„სანამ შეუბერავენ, მანამდე უკვე წაქცეულები რომ არიან, აი, “ტანკი თუ დაიქოქება, საქართველოსგან არაფერი აღარ დარჩებაო”. იცით, რა, თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. რომელი მტერი იყო თავზე ხელს რომ უსვამდა საქართველოს? დავით აღმაშენებელი თუ მაგარი იყო, ერეკლე, სამასი არაგველი და ანწუხელიძე, თუ ესენი არიან ჩვენი გმირები, ვინც სამშობლოს იცავდა, მაშინ ახლა რაზე ვლაპარაკობთ? გასაგებია, რომ რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე საქართველო, უკრაინაც უფრო პატარაა, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ომს იგებს მორალური სიმტკიცე, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამისი. ამ ხალხს ეშინია ამის და ამ შიშს, სახელმწიფოს მხრიდან გამჟღავნებულ შიშს ყველაზე კარგად გრძნობს ის მეორე სახელმწიფო. ერთი შებერვით შეუძლია სიტუაციის სათავისოდ გადაყვანა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 
დავით უსუფაშვილის განცხადებით, რჩება განცდა, რომ „ქართული ოცნება” რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთს გულშემატკივრობს.
 
„მრჩება განცდა, რომ ხელისუფლებაში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე რომ იღვიძებენ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, გულშემატკივრობენ იმას, აბა, რუსებმა კიევი უკვე აიღეს. ზელენსკის გამარჯვება მათთვის ნიშნავს იმწუთიერ დამარცხებას.
 
მაგრამ არც ისაა, სწორი თუ ვინმე საქართველოში ოპოზიციიდან იმაზე ფიქრობს ახლა, რომ შიგნით არაფერი გამოგვივიდა და მოდი, უკრაინაში ზელენსკის წარმატების ფონზე მთავრობას მოვიშორებთ. ახლა ამის დრო არ არის.
 
ერთად გადავდგათ ყველა ნაბიჯი, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად გადავდგათ, რომ მოსახლეობაში არ იყოს პანიკა და ადამიანებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ ინდივიდუალურად უნდა დაიცვან სამშობლო და ახლა ამ დაცვაში ბევრი გულისხმობს რუსი მოქალაქის წინააღმდეგ რაღაც სისულელის ლაპარაკს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ცნობილი რეჟისორი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ ბენტონი 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას მედია მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებს.ბენტონმა გადაიღო ისეთი ფილმები, როგორებიცაა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ადგილები გულში“ და იყო „ბონის და კლაიდისა“ და „სუპერმენის“ სცენარისტი. მის ნამუშევრებს 3 „ოსკარი“ აქვს მიღებული.

სტალინის ჩაის საიდუმლო

ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ მოახერხა იოსებ სტალინმა, გამკლავებოდა ცხოვრების გიჟურ ტემპს და სიფხიზლე შეენარჩუნებინა ღამის შეხვედრებისა და სტრესული დღეების მიუხედავად? ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მას ძილის წინ სპეციალური რიტუალი ჰქონდა, რომელიც ეხმარებოდა, სწრაფად დაეძინა და რამდენიმე საათში მშვიდად სძინებოდა. ამბობენ, რომ სვამდა სპეციალურ ჩაის, რომელიც ნერვულ სისტემას ამშვიდებდა და ენერგიით ავსებდა მთელი დღის განმავლობაში. რა არის ეს სასმელი და რატომ ღირს მისი გასინჯვა დღესაც? სტალინის საყვარელი ჩაი, რომელიც ამშვიდებს საუბარია მონარდასგან დამზადებულ ჩაიზე, რომელიც ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ხალხი მას "ბერგამოტს" უწოდებს თავისი უჩვეულო არომატით პიტნის, ციტრუსის და მსუბუქი სანელებლების ნოტებით. ეს ჩაი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ აქვს მრავალი სასარგებლო ეფექტი:ეხმარება გაუმკლავდეს სტრესს და შფოთვას. მონარდა შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მოდუნებას და ძილის ნორმალიზებას. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. კუჭის პრობლემები ხშირად გვიშლის ხელს დაძინებაში და ეს სასმელი პრობლემას ნაზად და ბუნებრივად აგვარებს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს გაუმკლავდეს ანთებას, გააძლიეროს იმუნური სისტემა და შეანელოს დაბერების პროცესიც კი. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. მონარდას ჩაის ხალხურ მედიცინაში იყენებენ გაციებისა და ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამ ჩაის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობაზე.როგორ მოვამზადოთ მონარდას ჩაი სწორად მაქსიმალური სარგებელი და მდიდარი გემო რომ მიიღოთ, საჭიროა მონარდას ჩაის სწორად მოხარშვა. ამისათვის შესაფერისია ახალი ან გამხმარი ფოთლები და ყვავილები. 200 მლ წყლისთვის საკმარისია 1–2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი. მათ ასხამენ მდუღარე წყალს და აჩერებენ 5-7 წუთის განმავლობაში. თუ უფრო მდიდარი გემო გსურთ, შეგიძლიათ ცოტა ხანს დატოვოთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაი ძალიან მჟავე გახდება. გემოს გასაუმჯობესებლად კარგია თაფლის, ლიმონის ან პიტნის ფოთლების დამატება. ამ სასმელის დალევა განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ.მართალია, რომ სტალინი ამ ჩაის სვამდა?არ არსებობს ზუსტი ისტორიული მტკიცებულება იმისა, რომ სტალინი რეალურად რეგულარულად სვამდა მონარდას, მაგრამ ხალხური ლეგენდები აქტიურად გადასცემენ ამ ფაქტს თაობიდან თაობას. ერთი რამ ცხადია: წარსულში ადამიანები ბევრად უფრო ხშირად იყენებდნენ ბუნებრივ საშუალებებს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.მონარდას ჩაი შეიძლება იყოს კარგი ალტერნატივა თანამედროვე საძილე აბებისა და ანტიდეპრესანტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ სამკურნალო მეთოდებს. მისი სარგებელი დასტურდება არა მხოლოდ პოპულარული შეხედულებებით, არამედ თანამედროვე კვლევებითაც. სცადეთ ამ სასმელის ჩართვა თქვენს საღამოს რიტუალში და ნახეთ, როგორ მოქმედებს ის თქვენს ძილსა და მთლიან კეთილდღეობაზე.

Kaspi.Kz-ის შემოსავლები გაიზარდა

ყაზახურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Kaspi.kz-მა 2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. კომპანია ოპერირებას უწევს რამდენიმე პოპულარულ სუპერაპს – Kaspi.kz და Kaspi Pay, ასევე ფლობს თურქულ ონლაინპლატფორმა Hepsiburada-ს. კომპანიის CEO-ს პოსტს მიხეილ ლომთაძე იკავებსძირითადი მაჩვენებლები: შემოსავალი გაიზარდა 21%-ით, ხოლო წმინდა მოგება – 16%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (თურქეთის მონაცემების გარეშე). მომხმარებელთა აქტივობაც მაღალი იყო – თვეში საშუალოდ ერთ მომხმარებელზე 75 ტრანზაქცია განხორციელდა. გადახდების სეგმენტში ტრანზაქციების მოცულობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა – 17%-ით. ამავდროულად, სეგმენტის წმინდა მოგება 21%-ით გაიზარდა. მარკეტფლეისში პროდუქციის გაყიდვები გაიზარდა 36%-ით, ხოლო ამ სეგმენტიდან მიღებული შემოსავალი – 33%-ით. საუკეთესო შედეგი სასურსათო და მიტანის კატეგორიას ჰქონდა, სადაც გაყიდვები 64%-ით გაიზარდა. ფინანსურ სერვისებში სესხების გაცემის მაჩვენებელი გაიზარდა 17%-ით, ხოლო ამ სეგმენტიდან შემოსავალი – 18%-ით.გეგმები და გამოწვევები კომპანიამ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ახალი რეგულაციები ზეწოლას ახდენს საოპერაციო გარემოზე. შედეგად, მათ გაზარდეს რისკების გათვალისწინება და კონსერვატიული ფინანსური პროგნოზი დადეს – 2025 წლისთვის მოსალოდნელია 15%-იანი წმინდა მოგების ზრდა, რაც ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით (20%). მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ Kaspi.kz-მა იანვარში წარმატებით შეიძინა Hepsiburada-ის საკონტროლო წილი და უკვე დადო შეთანხმება თურქულ ბანკზე – Rabobank A.Ş., რაც საშუალებას მისცემს საბანკო დეპოზიტებისა და სესხების გაშვებას თურქეთის ბაზარზე. თუმცა, კომპანიამ აღნიშნა, რომ თურქეთში პოლიტიკური დაძაბულობისა და ახალი პროდუქტის დანერგვის ხარჯებმა მცირე ზარალი მოიტანა – დაახლოებით 6 მილიარდი ყაზახური ტენგე. 2025 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 650 მილიონი დოლარის ოდენობის ევრობონდები განათავსა.

ბოლო სიახლეები