თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობაზე“: როგორც 2008 წელს არ დაგიდევდნენ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც მიატოვეს ბრძოლის ველზე, ახლაც, როგორც ჩანს ძალიან არასერიოზულად უყურებენ ქართველი ხალხის ბედს
თეა წულუკიანის თქმით, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება იმ პარტიის პროვოკაციას, რომელსაც „ომის პარტია“ ეწოდა. ამ თემაზე თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს სახელწოდება აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობასა“ და იმ დაჯგუფებებს, როლებსაც „ერთი სული აქვთ“ ქვეყანაში რაიმე უბედურება მოხდეს, ხელისუფლება შეირყიონ და იდეალურ შემთხვევაში მთავრობა თავად ჩაანაცვლონ.
„როგორც ჩანს, მათ მხოლოდ ეს ვიწრო ინტერესი აქვთ და როგორც 2008 წელს არ დაგიდევდნენ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც მიატოვეს ბრძოლის ველზე, ახლაც, როგორც ჩანს ძალიან არასერიოზულად უყურებენ ქართველი ხალხის ბედს, მათ შორის ბავშვების. ჩვენთვის სულ ერთი არ არის როგორ იქნება ჩვენს ქვეყანაში მყოფი ბავშვი, ჯარისკაცი, მოხუცი და ვდგავართ ამის საჯაროზე. აქამდე ისინი დამნაშავეთა პარტიის სახელი იყვნენ ცნობილები, ახლა უკვე მათ შეემატათ ეს ახალი სახელიც, რომელიც რეალობას ასახავს“, – განაცხადა წულუკიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...