მივესალმები საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროკომისიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადების განხილვას სთხოვს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჩვენი ურთიერთობების ეს ახალი თავი მოტივაციას გვაძლევს, დავაჩქაროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლობელი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე.
მანამდე ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე მოსაზრება წარმოადგინოს.
