რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი twitter-ზე პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, არის მცირე დადებითი წინსვლა ჰუმანიტარული დერეფნების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. არის მცირე დადებითი წინსვლა ჰუმანიტარული დერეფნების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ინტენსიური კონსულტაციები გაგრძელდა რეგულაციების ძირითად პოლიტიკურ ბლოკზე, ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად“, – წერს პოდოლიაკი.
პოდოლიაკმა დასძინა, რომ მოლაპარაკების დეტალები უფრო ვრცლად მოგვიანებით გახდება ცნობილი.