რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ „ნაციონალისტებზე“ ზეწოლის მოხდენაზე უარის თქმის გამო, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში თავდახმების სერია განაახლეს.
„იმის გამო, რომ უკრაინელებმა არ გამოიჩინეს სურვილი ზეწოლა მოეხდინათ ნაციონალისტებზე და გაეგრძელებინათ სიჩუმის რეჟიმი, თავდასხმითი ოპერაცია ისევ განახლდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ფართომასშტაბიან თავდასხმებს ახორციელებენ და კონტროლქვეშ აიღეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი“ – განაცხადა კონაშენკოვმა.