მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ რუსი სამხედროების მიერ გარშემორტყმულ ქალაქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ.
„ახლა ქალაქი ბლოკადაშია, ჩვენ გვხოცავენ როგორც ერს, როგორც უკრაინის ხალხს. რუსი დამპყრობლები დასახლებულ პუნქტებსაც ესვრიან. დაბომბვა უკვე ექვსი დღეა გრძელდება. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები მივა იქამდე, რომ საევაკუაციო დერეფანი მოგვცენ, ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც სჭირდებათ“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.