შაბათი, იანვარი 25, 2025

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, მინდა, ყველას ახსოვდეს, საქართველო და უკრაინა არიან ის ქვეყნები, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი

ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია, რასაც პარიზსა და ბრიუსელში კიდევ ერთხელ გააჟღეhttps://www.youtube.com/watch?v=Gx2_R413aX8&t=2sრებს.

„საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ისტორიულად და დღესაც, რომ ჩვენ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო. ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას – თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი აქ, დღეს პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო  ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როცა ევროპა ერთიანია. ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსენება ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და მინდა ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, აქტიური მხარდაჭერით უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველანი ვართ მადლიერები უკრაინის, რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად იყო თავისი პრინციპების ერთგული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ პუტინი – დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი და 2020 წელს არ მოჰპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს...

უკრაინაში მიმდინარე კრიზისი დაკავშირებულია წინა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებასთან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა. როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა. „დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, 2020 წელს თუ არ მოჰპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ, შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო“, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, ტრამპი გონიერი, პრაგმატული ადამიანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებს გადაწყვეტილებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს თავად შეერთებული შტატების ეკონომიკას. „მეეჭვება, ტრამპმა მიიღოს ისეთ გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს მიაყენებს ამერიკის ეკონომიკას. ის არა მხოლოდ ჭკვიანი, არამედ პრაგმატულიცაა. ჩემთვის რთული წარმოსადგენია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ზიანს მიაყენებს კონკრეტულად ამერიკის ეკონომიკას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. რაც შეეხება ტრამპთან შეხვედრას, პუტინმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა აუცილებელია. „ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებებს ერთობლივი მუშაობის შესახებ. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ამისთვის“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა აღნიშნა, რომ „მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მიუთითა ზელენსკის მიერ მოლაპარაკებების აკრძალვაზე“. „როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმის მოქმედმა ხელმძღვანელმა, რომელიც მანამდე საკმაოდ ლეგიტიმური სახელმწიფოს მეთაური იყო, გამოსცა დეკრეტი მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ. მაშინ როგორ შეიძლება მოლაპარაკებების განახლება, თუ ისინი აკრძალულია?“ – განაცხადა პუტინმა.

კანადური სატვირთო გემი ყინულშია ჩაფლული – დრონის კადრები

კანადური დიდი სატვირთო გემი, ნიუ-იორკში გამგზავრებისას, 22 იანვარს ყინულში ჩაეფლო. აშშ-ს სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 17 წევრის უსაფრთხოება არ არის დაცული და კიდევ ერთ გემს დაევალა დაეხმაროს ყინულში ჩარჩენილ გემს, ირგვლივ არსებული ყინულის ჩატეხვაში.  

26 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს მოკლულის ოჯახი. ის 26 წლის ლევან ჯანგულაშვილია, რომელიც წარმოშობით სოფელ ნუკრიანიდან არის. დეიდის ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისში ცხოვრობდა. მას გაუჩინარების შემდეგ, 10 დღეზე მეტია ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ. "12-ში საღამოს დაიკარგა 7 საათზე და ყველგან ვეძებდით. გუშინ წინ იპოვა პოლიციამ დამწვარი ცხედარი. მისი მეგობარია მკვლელი, მიტოვებული კორპუსის მე-7 სართულზე აიყვანა, მშენებარე კორპუსში, შემდეგ ხის ფიცრით სცემა და გადმოაგდო მე-7 სართულიდან. შეიყვანა პირველ სართულზე, ლიფტის შახტში ჩააგდო და ბენზინით მოუკიდა ცეცხლი,"- აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო – ირაკლი...

ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა. პრემიერის თქმით,  თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის  და ასევე უკრაინის ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში  ომი მომხდარიყო. „იმაზე, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ცვენ ვსაუბრობთ უკვე ძალიან დიდი ხანია. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და ამან მოუტანა დამანგრეველი შედეგები ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება. შეიძლებოდა თავისუფლად 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ე.წ დიფ სთეითმა, გლობალური ომის პარტიამ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი. ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში“, - განაცხადა პრემიერმა.

რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზეც კი ვერ ჩნდებიან, თან ამტკიცებენ, თითქოს მოიგეს არჩევნები, თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ, ასეთ დროს ვხედავთ,...

იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს იმის შედეგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ხალხის მხარდაჭერის არქონა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვერ ჩნდებიან მათივე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე. „გახსოვთ წინასაარჩევნოდ მთავარი ღონისძიება როცა ჩატარდა თავისუფლების მოედანზე, იქაც კი ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები. ახლა არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, თუმცა იქაც კი ვერ ჩნდებიან. იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს არის პირველ რიგში, იმის შედეგი, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. თან ამტკიცებენ, თითქოს მათ მოიგეს არჩევნები, თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ. ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები