საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მისი მოთხოვნაა, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები, ასევე, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები.