არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია და „ლელო“ ცდილობენ, როგორმე დარჩნენ პოლიტიკურ ზედაპირზე, თუმცა რუსთავში მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება
ეს არის ოპოზიციის და „ლელოს“ მცდელობა, რომ როგორმე დარჩნენ პოლიტიკურ ზედაპირზე, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსთავში მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას რუსთავის მაჟორიტარად კენჭისყრასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ცოტახნის წინ მერის არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და წლების განმავლობაში რუსთავს კარგად ახსოვს, ოპოზიციური მმართველობა რას ნიშნავდა და რა შედეგები დადგა მუნიციპალიტეტში, სხვათა შორის, არა მხოლოდ რუსთავში, არამედ რუსთავსა და გარდაბანში. ჩვენ გვყავს ძალიან პროგრესული, ეფექტური და ენერგიული მერი ნინო ლაცაბიძე, ასევე გვყავს ადგილზე კარგი გუნდი, რომელიც საარჩევნო კამპანიას ეფექტურად ჩაატარებს. ასე რომ, ოპოზიციის რომელიმე კანდიდატის მიერ დამაჯერებელი შედეგის დადების შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად და პარლამენტს რუსთავიდან კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი შემოუერთდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ირაკლი კობახიძე: შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნა – არ გახსნით აბსოლუტურად უადგილო, უაღრესად არაევროპული და უღირსი საქციელია
შანტაჟი მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნით აბსოლუტურად უადგილო, უაღრესად არაევროპული და უღირსი საქციელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი...
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...