ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ კოვიდინფიცირებულ ორსულებთან კორონავირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა, ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის გამოწვევა

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ კოვიდინფიცირებულ ორსულ ქალებში კორონავირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა, ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის გამოწვევა. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც მეცნიერებმა ჟურნალ Archives of Pathology & Laboratory Medicine-ში გამოაქვეყნეს.

44-მა პერინატალურმა სპეციალისტმა 12 ქვეყნიდან შეისწავლა 64 მკვდრადშობილისა და 4 გარდაცვლილის ახალშობილის შემთხვევები იმ აუცრელ ქალებში, რომლებმაც ორსულობის დროს კორონავირუსი გადაიტანეს.

როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსს შეუძლია, შეაღწიოს პლაცენტაში და გამოიწვიოს პლაცენტიტი – საშიში ანთება, რომელიც ნაყოფის კვების შეწყვეტას იწვევს. შესწავლილ შემთხვევებში, მძიმე პლაცენტარული უკმარისობა დაახლოებით 30-ე კვირაში მკვდრადშობადობას იწვევდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უჩვეულო მოვლენა-საჰარას უდაბნო „გამწვანებას იწყებს“ – NASA იდუმალ ფენომენს აკვირდება

ჩვენთვის ცნობილია, რომ საჰარის უდაბნო პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ ადგილად ითვლება. თუმცა, 2024 წელს რეგიონის ზოგიერთ ნაწილში კვლავ უჩვეულო რაოდენობის ნალექი მოვიდა. ამის შესახებ ECOticias წერს.აღნიშნულია, რომ საჰარის უდაბნოში მართლაც უჩვეულო რამ მოხდა: ზედიზედ რამდენიმე წვიმიანი დღე. ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი შემთხვევა სუდანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც არბაატის კაშხალმა წნევას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ეს მხოლოდ მცირე რაოდენობით ნალექი არ იყო: NASA-ს შეფასებით, სულ რაღაც ერთ თვეში უდაბნოში ხუთი წლის ნალექის ეკვივალენტი მოვიდა.ატლასის მთების სამხრეთით მდებარე ტერიტორიებზეც ძლიერი წვიმა იყო, რამაც ტბები წარმოქმნა იმ ადგილებში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მშრალი იყო. მონაცემები ადასტურებს, რომ მსოფლიოში ძალიან იშვიათი კლიმატური მოვლენის წინაშე ვდგავართ.NDVI ინდექსის (რომელიც თანამგზავრებიდან მცენარეული საფარის სიმკვრივის გასაზომად გამოიყენება) ანალიზით, NASA-მ დაადგინა, რომ საჰარა თითქმის ისეთივე მშრალი იყო, როგორც ყოველთვის. მცენარეულობა გაიზარდა.ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო საჰელში, უდაბნოს სამხრეთით მდებარე სავანის ზოლში.მნიშვნელოვანია, რომ მცენარეულობის რეაქცია მხოლოდ ნალექზე არ არის დამოკიდებული. სხვა ფაქტორებიც თამაშობს როლს, როგორიცაა ნიადაგის ტიპი, ჰაერის ტემპერატურა და წყლის ისტორია. შორეულ საჰარაში, სადაც ნიადაგი ქვიშიანია და პრაქტიკულად არ არსებობს მიძინებული თესლი, რომელიც წყალს ელოდება, მხოლოდ წვიმა არ არის საკმარისი ზრდისთვის. ახლა, საჰელში, ნაყოფიერი ნიადაგისა და მიძინებული მცენარეულობის კომბინაციამ სიცოცხლის ნამდვილ აყვავებას შეუწყო ხელი.საჰარის ცენტრი მწვანე საფარის მიმართ მდგრადი რჩება, აჩვენებს, თუ რამდენად რთულია კლიმატის ცვლილების დაძლევა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ყოფილი ვიცე-პრემიერის, იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა.სვირიდენკოს კანდიდატურას 450-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობამ, 262-მა წევრმა მისცა ხმა.ელექტრონული ხმის შედეგებმა აჩვენა, რომ 22 წევრი ეწინააღმდეგებოდა მის დანიშვნას, 26-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.2021 წლის ნოემბერში სვირიდენკომ ეკონომიკის მინისტრისა და პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობები დაიკავა. მისი მონაწილეობით, 2025 წლის მაისში ამერიკასთან სასარგებლო წიაღისეულის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტი ყალიბდება პროფესიონალად

ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს ისეთ დარგებს, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებენ თანამედროვე სამყაროში: საინჟინრო ეკონომიკა, მედიატექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები. ეს სფეროები ქმნის პლატფორმას, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ერწყმის ეკონომიკურ ანალიზს და სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამ ცოდნის სინთეზი აყალიბებს სტუდენტს კონკურენტუნარიან პროფესიონალად, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე სიჭინავამ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024/2025 სასწავლო წელს, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უცხოური დაფინანსებით განხორციელდა სამეცნიერო-საგრანტო პროექტები: "Human War Casualties and National Memory.British-Georgian-Polish Perspective"; დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე", ასევე, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პროექტები: ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა; გაზსადენის „საგურამო-გორი”, „ლეხურ-სვენეთის” მონაკვეთის არქეოლოგიური გათხრები; ამლევის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევები; „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“ - კულტურის ხელშეწყობის/მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, საგამომცემლო საქმიანობის მხარდამჭერი პროექტი; ჰეგელის საიუბილეო 35-ე კონგრესი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი. განხორცილდა საგრანტო პროექტები: ნარიყალა-დედაციხის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკა საქართველოში - სოციოკულტურული, თეოლოგიური და საბუნებისმეტყველო პერსპეტივების კვეთაზე”.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიის დეკანის მოვალეობის შემსრულებელის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას თქმით, 2024/2025 სასწავლო წელს, სტუდენტები, ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბრნოს მენდელის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივი კონსურსში.„ფაკულტეტი აერთიანებს ტექნიკური აზროვნების, ეკონომიკური ხედვების, თანამედროვე მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების პროგრამებს. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს ანალიზის უნარსა და პასუხისმგებლობას. ცოდნის მიღება არ სრულდება უნივერსიტეტის კედლებში. განათლება წარმოადგენს დინამიკურ, უწყვეტ განვითარებას, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ადაპტირდეს თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და ეკონომიკური მოდელები სწრაფად იცვლება. მუდმივი განათლება არის პროფესიული სტაბილურობისა და კარიერული ზრდის მთავარი გარანტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტი ყალიბდება პროფესიონალად, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს ანალიტიკური აზროვნება და გაიუმჯობესოს პრობლემების გადაჭრის უნარი. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს კურსდამთავრებულებს”, - განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.

გონიოში, კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა – რა დეტალებია ცნობილი

გონიოში მშენებარე კორპუსის რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა.როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ლევან ხაბეიშვილი – 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ივანიშვილის რეჟიმი, მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად უზრუნველვყოთ მშვიდობიანი დამხობა

მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა.„ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავამხოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ პარტიებს აკრძალავს, ყველაფერს იზამს, არაფერი გაგიკვირდეთ. განსხვავებული აზრიც, ფაქტობრივად, აკრძალულია ამ ქვეყანაში, ოპოზიციაც აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება ციხეშია, პოლიტიკოსები ციხეში არიან. ერთადერთი ხსნა გვაქვს ახლა – ერთმანეთს რომ დაერივნენ შიგნით და ოპოზიციაშია ყოფილი პრემიერიც, სუს-ის ყოფილი უფროსებიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც, მნიშვნელოვანია, ეს თემა გამოიყენოს ხალხმა. შიგნით ახლა ისეთი დაჭმა აქვთ, გონზე კიდევ კარგახანს ვერ მოვლენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ბოლო სიახლეები