ბოლო ორ თვეში კახეთში ბავშვების ლეიშმანიოზით დაავადების 3 შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთში ბავშვების ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ამ დაავადებით უფრო მეტი ბავშვია ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი მერაბ იოსავა აღნიშნავს, რომ რამდენიმე წელია რეგიონებში დაავადების შემთხვევებმა მოიმატა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
“ჩვენი სამსახური აქტიურად აწარმოებს ლეიშმანიოზით დაავადების სტატისტიკას. ათეული წელია ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ადრე კახეთში საერთოდ არ ფიქსირდებოდა მსგავსი დაავადების გავრცელება. ძირითადად დაავადება ფიქსირდებოდა თბილისში. რამდენიმე წელია დაავადებამ რეგიონებში გადაინაცვლა. გასულ წელს კახეთში 6 შეთხვევა დაფიქსირდა: თელავში – 2, გურჯაანში – 1, ყვარელში – 2 და საგარეჯოში – 1. 2018 წლის 2 თვის მონაცემებით თელავში 1, დედოფლისწაროში 1 და ყვარელში 1 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება”, – თქვა მერაბ იოსავამ.
მისივე ინფორმაციით, ლეიშმანიოზი ბავშვების გარდა, აქტუალური პრობლემაა ძაღლებშიც.
“ადამიანის დაავადება შემდეგნაირად ხდება: ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს მწერი ფლებოტომუსი კბენს, რომელიც შემდეგ კბენს ადამიანს და დაავადების გამომწვევს გადასცემს. ამიტომ ლეიშმანიოზს ტრანსმისიულ დაავადებას უწოდებენ. ლეიშმანიოზი ძაღლებში ძალზე აქტუალური პრობლემაა. თავდაპირველად მათ, როგორც წესი, არაფერი ეტყობათ, შემდეგ ეწყებათ ბეწვის ცვენა, წონის კლება, სისხლდენა, უჩნდებათ წყლულები. პატრონები ხშირად სწორედ ამ დროს ამჩნევენ დაავადებას. ავადმყოფობის შემთხვევები, წესისამებრ, ზამთარში ან გაზაფხულის დამდეგს იმატებს. ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლის განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. არსებობს რეკომენდაცია, იგი დააძინონ”,- აღნიშნა მერაბ იოსავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა სამების ტაძრისკენ
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც...
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
მიწის რეფორმის ქართული მოდელი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გააცნო. სესიას მსოფლიოს...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ მუსხელის მოღვაწეობის ამსახველ, დღემდე უცნობ დოკუმენტაციას მიაკვლიეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტის - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი...
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია-მამა შალვა კეკელია
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია, -...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...