„რუსთავი 2“-ის შენობასთან აქციის დროს პოლიციამ ექვსი პირი დააკავა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქციის დროს პოლიციამ ექვსი პირი დააკავა.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები.
„თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ.
ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშის“ წევრების მიერ გამართული აქციის შესახებ „112“-ში შეტყობინება 16:32 ზე შევიდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების მობილიზება „რუსთავი-2“-ის ეზოსთან 16:39 საათზე დაიწყო“,- აღნიშნავენ შსს-ში.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციაზე, სავარაუდოდ, ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის (მე-8 მოწვევის) ყოფილი წევრი ალექსი( ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში...
„საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი…“ – შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე...
ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი,...
„ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა. „1984...
პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდეს
პოლიციამ საპროტესტო აქციიდან ოპოზიციონერი დეპუტატი და "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ადგილიდან განარიდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ სვამენ დეპუტატს საპატრულო პოლიციის ავტომობილში,...
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით იყო მისული
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის...