ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025

არჩილ თალაკვაძე – პრემიერისა და ჩვენი გუნდის პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა მოუტანა

პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდი ახორციელებს, მიუხედავად იმ დარღვევებისა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, საქართველოს მოუტანა მშვიდობა და სტაბილურობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო დღეს რეგიონში ერთ-ერთი უსაფრთხო სახელმწიფოა, რომელსაც აქვს მზარდი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მზარდი ტურიზმი.

„პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდი ახორციელებს, მიუხედავად იმ დარღვევებისა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, საქართველოს მოუტანა მშვიდობა და სტაბილურობა. მოუტანა ის, რომ საქართველო დღეს რეგიონში არის ერთ-ერთი უსაფრთხო სახელმწიფო, რომელსაც განუხრელად აქვს მზარდი ეკონომიკური ზრდა, მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელსაც აქვს მზარდი ტურიზმი და სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორებიც, რომელიც დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან. პრემიერ-მინისტრის განცხადება პირდაპირ, ერთ-ერთში თანხმობაშია ამ ღირებულებით სისტემასთან და მისწარფებებთან. პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებით გამოხატა თითოეული მოქალაქის სურვილი იცხოვროს მშვიდობიან ქვეყანაში, ჰქონდეს მშვიდობიანი, პროგნოზირებადი მომავალი და საქართველო არ ჩაერთოს ისეთ პროვოკაციაში, რომელმაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოუტანოს დესტაბილიზაცია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, რომ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას საკითხს უკავშირდება, ჩაიწეროს დავით ბაშარულის საქმეც.

„რაც შეეხება ოთხოზორიას შემთხვევას, მე დამატებით გთავაზობთ, რომ ჩვენს რეზოლუციაში ავსახოთ დავით ბაშარულის შემთხვევაც, ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც 2014 წელს გაუჩინარდა და ითვლებოდა თვეების განმავლობაში გაუჩინარებულად. შემდეგ მისი ცხედარი იქნა აღმოჩენილი, გამოძიებას ამ მიმართულებით აქვს გარკვეული მონაცემები. ვფიქრობ უპრიანი იქნება, რომ ამ რეზოლუციაში არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სახელების გვედით იყოს მითითებული დავით ბაშარულიც. გიგა ოთხოზორიასთან მიმართებაში საქართველოს მართლმსაჯულებამ გააკეთა ყველაფერი, რათა ამ ფაქტზე გამოძიება ჩატარებულიყო. როგორც იცით მკვლელობაში ბრალდებული პირი გასამართლდა და პასუხისგებაში მიცემული. მის მიმართ მართლმსაჯულების ბოლომდე განხორციელება ვერ ხერხდება იმ მიზეზის გამო, რომ ამას ხელს უშლის რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმი”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აბაშიძე-კარასინის ფორმატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტში ამ საკითხის გათვალისწინება არ მოხდება.

„რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის ფორმატს ამაზე მინდა გითხრათ ჩემი პოზიცია. როგორც იცით განცხადებებს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ გამოეხმაურა არაერთ ჩვენი პარტნიორი, აშშ-ის ადმინისტრაცია და ელჩი, ასევე ნატო-ს გენმდივანი. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ამ განცხადებებში საქართველოს მიერ წარმოებული მოლაპარაკებები და ის ფორმატები, რომელსაც საქართველო იყენებს ამ კონფლიქტთან მიმართებაში ცალსახად შეფასებული იყო დადებითად. ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა დააფიქსირა მეორე განსხვავებული აზრი, რომ რომელიმე ფორმატი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის გასაუქმებელი. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კამათი ამ თემაზე მომავალში შეიძლება ჩვენ გვქონდეს, რადგან ერთმანეთს არ ვეთანხმებით, მაგრამ რეზოლუციაში ჩვენი პოზიციაა, რომ ვერ და არ მოხდება ამ საკითხით გათვალისწინება”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეს სურვილი ზუსტად 15 დღეში სრულდება!“ – საახალწლო რიტუალი, რომელიც 1 სურვილს აგისრულებთ

ასტროლოგი ხატია ძნელაძე გვასწავლის მარტივ რიტუალს, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა გავაკეთოთ.„ეს სურვილი წითელი, ხასხასა, დიდი ბროწეულით ხორციელდება - რაც უფრო დიდი იქნება, უკეთესია. ეცადეთ, რომ ეს ბროწეული თქვენი ხარჯით, თქვენი ხელით იყიდოთ და თქვენი ხელებით მიიტანოთ ოჯახში. როდესაც იყიდით ბროწეულს და ახალი წლის ღამე, 12 საათი მოახლოვდება, ბროწეულს აიღებ და ეტყვი მხოლოდ ერთ სურვილს, რომელიც გინდა, რომ აგისრულდეს. ფრთხილად იყავით სურვილებთან - ეს არ უნდა იყოს ადამიანის მოჯაჭვება-მოზიდვაზე. უნდა იყოს ისეთი, რომელიც იქნება სიკეთით აღსავსე. თუ გინდა კონკრეტული ადამიანის ქმედებები გამოსწორდეს, უნდა თქვა, რომ „ადამიანი გამოაჯანმრთელე“; „ადეკვატური ფიქრის, საღი აზროვნება დაუბრუნე“ და ა.შ.23:36 საათზე, სანამ ახალი წელი დადგება, აიღებთ ბროწეულს და უკვე შეგიძლიათ, რომ ჩაუთქვათ სურვილი, „მე ამისრულდა ეს სურვილი“ ეტყვი, შემდეგ ამ ბროწეულს გაჭრი, ჩადებ იმ ფურცელს, რომელზეც იგივე სურვილი გექნება დაწერილი. როცა მოვა უკვე ახალი წელი, ზარ-ზეიმი დაიწყება, ისე უნდა დადო ნაძვის ხის ქვეშ რომ ხელი არავინ ახლოს. ეს მთელი 24 საათი ნაძვის ხის ქვეშ უნდა იყოს. ფურცელს აიღებთ, ბროწეულის მირთმევა შეგიძლიათ. სურვილის ფურცელი უნდა შეინახოთ. აუცილებელია, რომ ბროწეული ნაძვის ხის ქვეშ 24 საათი იყოს. ეს სურვილი ზუსტად 15 დღეში სრულდება“, - ამბობს ხატია ძნელაძე.

ხვალიდან, ახალი შეზღუდვა ამოქმედდება – ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალებზე დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით, დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს.გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიშნებზე მითითებულია იმ სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე შეადგენს არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს. აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” - დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები.ნიშნები განთავსებულია სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთან იმისთვის, რომ მძღოლებმა ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ ინფორმაცია მოძრაობის პირობების შესახებ. ეს მათ დაეხმარება სწორად დაგეგმონ გადაადგილება და უსაფრთხოდ განაგრძონ გზა.

მეუფე შიო მუჯური – მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა

მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა სიკეთისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.„დღეს წაკითხული იყო სახარებისეული ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ათი კეთროვნის განკურნების შესახებ (ლკ. 17, 12-19). როდესაც ამ ეპიზოდს ვკითხულობთ, მაცხოვრის შეკითხვაში ჩანს მისი დიდი სიკეთე, ამავე დროს კი, ისმის საყვედურიც: „გარნა ათნივე არ განიწმინდნენ? ცხრა სადღა არის?!“ – ნუთუ ეს ცხრა იმდენად გულქვა აღმოჩნდა, რომ სურვილიც კი არ გაუჩნდათ, მობრუნებულიყვნენ და მადლობა ეთქვათ მკურნალისთვის?! მაგრამ არც მობრუნდნენ და არც მადლობა უთქვამთ (ლკ. 17, 17).რა ნაცნობია ეს ჩვენთვის! ჩვენც გვავიწყდება, თუ არ გვიყვარს, მადლიერების გამოხატვა. ეს ვლინდება ყოველდღიურობაშიც და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაშიც; ჩვენს ლოცვებშიც არის ეს ეგოიზმის წილი. ზოგჯერ ჩვენს თხოვნებს ვურთავთ ხოლმე რაიმე დაპირებას. მაგალითად, პარაკლისს გადავიხდი, ან ეკლესიას შევწირავ რამეს, ან გლახაკებს დავეხმარები და ასე შემდეგ, მაგრამ საკმარისია, განსაცდელმა გადაიაროს, ამ მწუხარებამ დაგვტოვეს, რომ ეს დაპირებები გვავიწყდება და იწყება ჩვეულებრივი ცხოვრება მადლიერებისა და ლოცვის გარეშე.ლოცვის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრს წერენ წმინდა მამები. მაგალითად, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ოქროპირი, ღმერთს ძლიერ სურს, მას მივმართავდეთ და ვევედრებოდეთ ყოველი საქმის გამო, მის გარეშე არც არაფერს ვაკეთებდეთ და არც ვამბობდეთ. როცა ადამიანებს ხშირად ვაწუხებთ ჩვენი თხოვნებით, ჩვენი საქმეებით, ისინი ღიზიანდებიან, გაგვირბიან, უსიამოვნო განწყობა ექმნებათ ჩვენ მიმართ. უფალი, პირიქით, – ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, – მაშინ კი არ რისხდება, როცა ხშირად მივმართავთ მას, არამედ, პირიქით, სწორედ მაშინ გვიწყრება, როცა ამას არ ვაკეთებთ. ეს არის მოსიყვარულე გულის თვისება; მას სურს, მისი საყვარელი ადამიანი ხშირად მიმართავდეს, მის გარეშე არაფერს აკეთებდეს და არაფერს ამბობდეს.როგორც იცით, სავედრებელ ლოცვებთან ერთად არსებობს სამადლობელი ლოცვებიც. დღეს სწორედ მადლიერების მნიშვნელობაზეა სახარება. მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა, რომელიც ხსნის ადამიანის გულში მის უსაზღვრო სიღრმეს, აღსარების, აღიარების სიღრმეს, რომელიც მზად არის, უგალობოს, ადიდოს და მადლობდეს ღმერთს ყველა იმ სიკეთისთვის, როგორც ნათქვამია წმინდა ლიტურგიის ევქარისტიულ კანონში: „რომელიც ვუწყით, რომელიც არა ვუწყით, საჩინოთა და უჩინოთა, ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნილთა“.მაშასადამე, საოცარია უფლის ეს შეკითხვა: „განა ათნივე არ განიკურნენ? ცხრა სადღა არის?“. ნუთუ ისინი ისეთი გულქვანი აღმოჩნდნენ, რომ არ გასჩენიათ სურვილი, მობრუნებულიყვნენ, მადლობა გადაეხადათ და ედიდებინათ უფალი, როგორც ეს გააკეთა მხოლოდ ერთმა მათგანმა, ისიც უცხოტომელმა, რომელიც მობრუნდა, დაუჩოქა უფალს, ხმამაღლა მადლობდა და ადიდებდა მას (ლკ. 17, 15-19). ეს ერთი ადამიანი მუდმივად დარჩება, ძვირფასო ძმებო და დებო, ადამიანური კეთილშობილების, ადამიანური მადლიერების სიმბოლოდ და მაგალითად.ამრიგად, არასდროს დავიზაროთ მოუკლებელი ლოცვა. მაშინ, რა განსაცდელიც არ უნდა შეგვემთხვეს, ის ყოველთვის კეთილად დასრულდება და ჩვენს სავედრებელ ლოცვებთან ერთად არ დაგვავიწყდეს, დიდება და მადლობა შევწიროთ ჩვენს ზეციერ მამას, რომლის წყალობაც და მოწყალებაც, მიუხედავად ჩვენი მერყეობისა, უცვლელი რჩება; და რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,- აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შიო მუჯირმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა.ირაკლი ყანდაშვილმა 1 473 ხმა მიიღო, მეორე ტურში მონაწილე თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა კი – 1 366.მეორე ტურში სულ 2 855 ადვოკატმა მისცა ხმა.„მადლობა ყველა ადვოკატს ამ პროცესში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ, რომ მივიღე საკმაოდ დიდი ნდობა და მეძლევა საშუალება, ჩემს საყვარელ პროფესიას ვემსახურო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ჩვენ, თითოეული ადვოკატი ვართ ერთი დიდი ოჯახი. მე აქ ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ ყველანი ვართ პროფესიის სამსახურში. კიდევ ერთხელ  დიდი მადლობა ყველა ადვოკატს, მზად ვარ, ვემსახურო პროფესიას“, – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 14 დეკემბერს გაიმართა. ამასთან, 14 დეკემბრის კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.

მეტეხის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი გარდაიცვალა

თბი­ლი­სის მე­ტე­ხის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი აკა­კი (მე­ლი­ქი­ძე) გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია რუს­თა­ვის სი­ო­ნის გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა."სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია გარ­და­იც­ვა­ლა თბი­ლი­სის მე­ტე­ხის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი აკა­კი (მე­ლი­ქი­ძე). ღმერ­თმა აცხო­ნოს მამა აკა­კის სული და და­ა­წე­სოს იქ სა­და­ცა მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ. ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს და მის სამ­რევ­ლოს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. გთხოვთ მო­იხ­სე­ნი­ოთ ლოც­ვებ­ში ახ­ლად­შეს­ვე­ნე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი აკა­კი "- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბოლო სიახლეები