ორშაბათი, დეკემბერი 1, 2025

მეცნიერებმა იპოვეს სოფელი, სადაც ბიჭებს სასქესო ორგანო არ ეზრდებათ

დომინიკის რესპუბლიკის სოფელ სალინასში მეცნიერებმა უნიკალური მოვლენა დააფიქსირეს: 12-წლამდე ბიჭებს სასქესო ორგანო არ ეზრდებათ. ამასთან, იმ ბიჭებს შორის, რომლებსაც 5-ალფა რედუქტაცესის ფერმენტის დეფიციტი აქვთ, სრულფასოვნად სქესობრივად მწიფდება მხოლოდ ათიდან 7 ბიჭი. ამის შესახებ გამოცემა ScienceAlert-ი წერს.

ახალშობილებს, რომლებსაც კაცის სასქესო ორგანო ფორმირებული არ აქვთ, ხშირად ქალის სახელს არქმევენ და როგორც ქალს ისე ზრდიან. ცხოვრების სტილსა და ქალის სახელს ბევრი სქესობრივი მომწიფების ასაკის, 12-14 წლის მიღწევის შემდეგაც ინარჩუნებს.

ექიმების თქმით, ამ პრობლემის სამედიცინო გზით გადაჭრა, დიაგნოსტიკის მხოლოდ საწყის ეტაპზე შეიძლება. 5-ალფა რედუქტაცესის მკურნალობა რთული პროცესია და ჰორმონალური თერაპიის შედეგი გარანტირებული არ არის. ამასთან, თავად დაავადება გენეტიკურია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ბეჟაშვილი – რთულია, გაიგო ალეკო ელისაშვილის მოტივაცია, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გვყავს სამართალდამცავი სისტემა, რომელთა მტკიცებულებას სარწმუნოება ვერ ექნება

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, სამართალდამცავი სისტემა, რომელთა გამოქვეყნებულ მტკიცებულებას სარწმუნოება, სანდოობა ვერ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.ბეჟაშვილის თქმით, უნდა დაელოდონ, როგორ წარიმართება პროცესები.„ალეკო ელისაშვილის ქმედებების შეფასება მათივე პარტიის თუ კოლეგების მიერ, მათი საქმეა. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ჩავერევით ამ შეფასებებში. რთულია, გაიგო მოტივაცია, მიზნები, რომელიც ალეკო ელისაშვილს ჰქონდა ამ ქმედებების განხორციელებისას, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება და სამართალდამცავი სისტემა, რომელთა ნათქვამ სიტყვას, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებას ვერანაირი სარწმუნოება, სანდოობა ვერ ექნება. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, როგორც წარიმართება პროცესები. ვფიქრობ, ალეკო ელისაშვილი დამატებით გააკეთებს თავის განმარტებებს ამ ქმედებებთან მიმართებაში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.კითხვაზე, „არ გჯერათ, რომ ეს ჩაიდინა? არ ემიჯნებით?“, ბეჟაშვილმა უპასუხა:„არც ვგმობთ და არც ვემიჯნებით. ელისაშვილთან დაკავშირებით რაიმე შეფასების გაკეთება ძალიან რთულია. ერთი მხრივ, რთულია, ახსნა მოტივაცია, მიზნები და ამოცანები, რომელიც მან დაისახა ამ ქმედებების განხორციელებისას. ბუნებრივია, ამ შეფასების ნაწილში ჩვენ ვერ შევალთ. ამავდროულად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები თავისთავად არ წარმოადგენს რაიმე სარწმუნო ცნობას, ვინაიდან ამ ხელისუფლების სამართალდამცავ სისტემას არანაირი ნდობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ფაქტი უნდა მივიღოთ, როგორც ფაქტად. კონკრეტული შეფასებებისგან პირადად მე, თავს შევიკავებდი, რადგან სჯობს, ეს შეფასებები გააკეთოს იმ ადამიანებმა, ვისაც უშუალოდ ეხება ქმედებებთან დაკავშირებით პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა“.

პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი, ქვეყნის კონსტიტუცია, ევროკავშირთან ურთიერთობა, შიდა და გარე გამოწვევები – რა საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა “დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში

პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე, შიდა და გარე გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების სამოქალაქო უფლებებს:"ქართული ოცნების" მიერ მიღებული კონსტიტუცია ნათლად აყალიბებს ჩვენს უფლებებსა და ღირებულებებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით. ის მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების, სამოქალაქო უფლებებს. ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაცია მიუღებელია. ქართველები საკუთარ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ისწრაფვის საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ ევროპელი ბიუროკრატები და ძირითადი ევროპული ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანულ პრინციპებსა და ტრადიციულ ღირებულებებშია დაფუძნებული. მმართველი პარტია ქორწინებად მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირად აღიარებს. ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება ტრადიციული ღირებულებების დაცვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ახალგაზრდა თაობა დაცული იყოს ლგბტ თემთან დაკავშირებული პროპაგანდის გავლენისგან.- მოდით, გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბროთ. საქართველოში რას ნიშნავს ეს, როდესაც სამი ძირითადი ოპოზიციური პარტია აკრძალვის პირასაა? პარლამენტმა უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა საქმე სასამართლოს გადასაწყვეტია.- წინა მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულების უამრავი მტკიცებულება არსებობს. ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გამოგვევლინა ეს დანაშაულებრივი მტკიცებულებები, დაგვედგენინა დანაშაულების სრული მასშტაბები ყველა სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად და უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი 80%-დან, ბევრი ახლა პარლამენტის წინ დგას, დღე და ღამე, სიცივეშიც კი და პროტესტს გამოთქვამს.ეს ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, გარე გავლენის ქვეშ არიან და მოტყუებულები არიან. ჩვენ ფაქტებს ვეყრდნობით. ყველაფერი, რაც გითხარით, ფაქტებს ეფუძნება. ამ პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც არ აქვს ინტერესი "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების არსებობის.

ირაკლი კობახიძე – ყველა პროექტი განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს

ბოლო თვეებში ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, როცა, კორუფციასა და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, რაც წელს კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას, მომავალ წელს ერთიორად დაემატება.„ბოლო თვეებში ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, როცა, კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია. ეს ფაქტი, გარკვეულწილად, აისახა თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა რაც წელს დააკლდა კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე, მომავალ წელს ეკონომიკას ერთიორად დაემატება. ენერგეტიკის, რკინიგზის, ინფრასტრუქტურის სხვა სფეროებში არაჯანსაღი პრაქტიკების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და მომავალ წელს ეს ზრდის ტემპს პირდაპირ დაეტყობა. ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი. ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს“, – განაცხადა კობახიძემ.

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა უკრაინაში კორუფცია საქმეს არ აადვილებს

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა უკრაინაში კორუფცია საქმეს არ აადვილებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.Air Force One-ის ბორტზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შეთანხმების „კარგი შანსი“ არსებობს.„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების მკვლელობა შევაჩეროთ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს.„მე ვესაუბრე მათ და ისინი კარგად მუშაობენ. უკრაინას რთული პრობლემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობდა რთულ პრობლემებში, ტრამპმა უპასუხა, რომ კორუფციასთან დაკავშირებულ სიტუაციას გულისხმობდა, რაც მისი თქმით, „საქმეს არ აადვილებს“.„ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის მუხლით წარედგინა ბრალი

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ელისაშვილის მიმართ თავდაპირველად გამოძიება დაწყებული იყო 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუმცა ამჟამად მას ბრალი წარდგენილი აქვს უფრო მძიმე მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მუხლის სახელია ტერორიზმი. ეს არის გადაკვალიფიცირებული მუხლი. მანამდე გამოძიება დაწყებული იყო 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, სხვისი ქონების დაზიანების მუხლით. ითვალისწინებდა 3-დან 6 წლამდე პატიმრობას, თუმცა გადააკვალიფიცირეს. როგორც ჩანს, არ ეყოთ 3-დან 6 წლამდე სანქცია და აღნიშნული მუხლი უკვე ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას. ალექსანდრე ელისაშვილს აცხადებენ ტერორისტად“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ. მისივე თქმით, საქმის მასალები დღეს გადაეცა და მას მოგვიანებით გაეცნობა.   ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ალეკო ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება იყო მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა. „თავად ალეკო ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს. ის მიიჩნევს, რომ ჩაიდინა რაღაც ქმედებები, რომლებიც არ წარმოადგენს დანაშაულს, ეს არის მისი მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა. ის უსამართლო სასამართლოს მიმართ იყო მიძღვნილი და, ზოგადად, ეს იყო სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართ. აქედან გამომდინარე, წარდგენილი მუხლი არის აბსურდული. რამდენი ადამიანი გახსენდებათ, მით უმეტეს პოლიტიკოსი, რომელსაც ტერორიზმის მუხლს წაუყენებენ, მით უმეტეს, ქმედება არ არის განხორციელებული და სისრულეში მოყვანილი. ალექსანდრე ელისაშვილი ქმედებას აღიარებს, თუმცა ის არ თვლის, რომ მისი ქმედება იყო დანაშაულის შემცველი. ამაზეა საუბარი. ის იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა. ამ შემთხვევაში, მისი პოზიცია არის, რომ უსამართლო სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა არ არის დანაშაული. ხვალისთვის ველოდებით, რომ ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. თავადაც დაესწრება და დააფიქსირებს თავის პოზიციას. ჩვენ სტანდარტულად, რა თქმა უნდა, სასამართლოს გირაოს შევთავაზებთ, თუმცა თანხის ოდენობას ხვალ მოგახსენებთ“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა. ალეკო ელისაშვილი გუშინ, 29 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

ბოლო სიახლეები