ნაღებისა და ჟოლოს ტორტი-სუფლე!
- ბისკვიტი:
- ფქვილი – 40 გ
- კვერცხი 2 ცალი
- შაქარი – 60 გ
- კაკაო – 2 ს/კ
- გამდნარი კარაქი – 1 ს/კ
- გამაფხვიერებელი – 1/3 ჩ/კ
- თეთრი მუსისთვის:
- ნაღები – 33 %, 200 მლ
- მასკარპონე – 500 გ
- ჟელატინი – 3 ჩ/კ
- შაქრის პუდრა – 100 გ
- წყალი – 100 მლ
- ლიქიორი – ნებისმიერი, 3 ს/კ
- ჟოლოს ჟელე:
- ჟოლო – 500 გ
- შაქარი – 4 ს/კ
- წყალი – 100 მლ
- ჟელატინი – 3 ჩ/კ
- დასანამად:
- ჟოლოს მურაბის წვენი – 100 მლ
- წყალი – 2 ს/კ
- მოსართავად: – ჟოლო, პიტნა, შოკოლადი
დაალბეთ ჟელატინი წყალში შეფუთვაზე მითითებული წესით. ჟოლო და შაქარი ათქვიფეთ ბლენდერით, შემდეგ კი გაატარეთ საცერში. დამბალი ჟელატინი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ძალიან დაბალ ცეცხლზე ისე, რომ არ აადუღოთ. შეურიეთ ჟოლოს წვენს. გადაიტანეთ სუფლე მრგვალ 12 სმ დიამეტრის ფორმაში და შედგით მაცივარში სანამ ბოლომდე არ გამაგრდება.
ბისკვიტისთვის: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხის მასას. დაუმატეთ კარაქი და კარგად აურიეთ. გადაიტენეთ ცომი კარაქწასმულ 16-18 სმ დიამეტრის ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და გააცივეთ ცხაურზე.
მუსისთვის: ჟელატინი დაალბეთ შეფუთვაზე მითითებული წესით. ათქვიფეთ მასკარპონე, ნაღები, შაქრის პუდრა და ლიქიორი დაბალი სიჩქარეით. ჟელატინი შეათბეთ და შეურიეთ მუსს ნელ-ნელა.
ახლა ააწყვეთ ტორტი: დასაშლელი ფორმის ძირში დადეთ დანამული ბისკვიტი, ზემოდან გაანაწილეთ მუსის ნახევარი. შედგით რამდენიმე საათით მაცივარში, სანამ მუსი არ შედგება. გადმოიღეთ ფორმიდან გაყინული ჟოლოს ჟელე და დაადეთ გამაგრებულ მუსს, ზემოდან გაანაწილეთ დარჩენილი მუსი და შედგით მთელი ღამით მაცივარში. მორთეთ სურვილისამებრ: ცოცხალი ჟოლოთი, პიტნითა და შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა...
ელისო ბოლქვაძე: მჯერა, ხელოვნების ენით შესაძლებელი გახდება რთული დიპლომატიური დიალოგი ერებს შორის მშვიდობის გასამყარებლად წარიმართოს
დღეს, საქართველოში, კულტურის პოლიტიკა განხილულია როგორც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველო თავისი მდიდარი, შთამბეჭდავი ისტორიით და მისწრაფებებით გამორჩეული და უძველესი...
Asia Pacific Screen Awards-მა მერაბ ნინიძე საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელა
ავსტრალიაში გამართული აზიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მერაბ ნინიძემ მოიპოვა. მას ჯილდო ალექსეი გერმანის...
BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა
HBO-ის მიერ შექმნილი ამერიკული კრიმინალური დრამა „მოსმენა“, რომელიც 2002 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში გამოდიოდა, სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო...
თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედება ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო გადაიდო
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1-ლი ნოემბრით,...
მხოლოდ 2 ინგრედიენტი და უბრალო კვერცხის ცილა კულინარიულ შედევრად გადაიქცევა
ინგრედიენტები კვერცხის ცილა - 7 ც შაქარი - 150 გ კარამელის სოუსისთვის შაქარი - 140 გ წყალი - 40 მლ...