ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბანკმა Citigroup-მა Facebook Messenger-ში საკუთარი ჩეთბოტი შექმნა. ამის შესახებ CNBC წერს.
მომხმარებლები ჩეთბოტთან კომუნიკაციით სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას მიიღებენ, მათ შორის ინფორმაციას საკუთარ ანგარიშზე არსებული ბალანსის შესახებ.
ჩეთბოტი უკვე ხელმისაწვდომია Citigroup-ის მომხმარებლებისთვის სინგაპურში, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის მომსახურების შეთავაზება ჰონგ-კონგსა და ავსტრალიაშიც იგეგმება.
შედეგად კომპანიას სურს აზიის რეგიონში ონლაინ კლიენტების რაოდენობა გაზარდოს. ბანკს ამ დროისთვის რეგიონში 16 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.