შაბათი, მაისი 10, 2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით ზალკალიანსა და ელჩებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების ყოველწლიური კონფერენციის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე“ მონაწილეებს გახსნით სესიაზე სიტყვით მიმართა.

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო უწყების ხელმძღვანელ დავით ზალკალიანს გლობალური პანდემიის პირობებში და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რაც უკავშირდებოდა, როგორც პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარებას, ასევე ქვეყნისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზებას.

„ამ რთულ ვითარებაში თქვენ გამოიჩინეთ მაღალი პროფესიონალიზმი, სოლიდარობისა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი უჩვენეთ მთელს საერთაშორისო საზოგადოებას; თქვენ მართლაც არაერთხელ შეძელით შეუძლებელი და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩვენი მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით, მადლობა მინისტრს და მადლობა თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე დიპლომატების საქმიანობის, პარტნიორების ჩართულობის და საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელობაზე, როგორც პანდემიის ასევე მისი თანმდევი შედეგების დაძლევისთვის. მან ხაზი გაუსვა შემდგომ ძალისხმევის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების, კეთილდღეობის, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების, საერთაშორისო სივრცეში საქართველოს პოტენციალის წარმოჩენის მიმართულებით. ასევე შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი, სადაც შემუშავდა ახალი ამბიციური დღის წესრიგი, დაისახა პარტნიორობის შემდგომი მიზნები და წარმოდგენილ იქნა ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმა მათ განსახორციელებლად. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის ურყევ ნებას ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ისაუბრა დეოკუპაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის სამთავრობო ხედვაზე.

პრემიერ-მინისტრი ვრცლად შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს მიერ გაწეულ მედიაციას და “მშვიდობიანი სამეზობლოს” ინიციატივას, რაც უზრუნველყოფს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხედვა და ამ კუთხით ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის თანამშრომლობაზე მსოფლიოს უმსხვილეს კომპანია Rothschild-თან, რომლის მიზანია, საქართველოს ეფექტიანი პოზიციონირება რეგიონული ფინანსური ჰაბად, რაც ქვეყანას დამატებით ფინანსურ ინვესტიციას მოუტანს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა დიასპორასთან ურთიერთობის და მათი ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის აქტიური მხარდაჭერისთვის, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში, ასევე დიპლომატიური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობასა და მათი პირობების გაუმჯობესებისთვის.

ელჩების ყოველწლიური კონფერენციის პირველი დღე გახსნით სესიას, ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობას, ამერიკის ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან და აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან თანამშრომლობას მიეძღვნა. გახსნით სესიაზე დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართეს.

კონფერენცია 23-24 დეკემბერს სხვადასხვა თემატური სამუშაო სესიებით გაგრძელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები