შაბათი, მაისი 10, 2025

საპატრიარქო: ვრცელდება კადრები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი „სასულიერო პირის“ შესახებ – რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს

ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება კადრები მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელი „სასულიერო პირის“, რამინ თარაშვილის შესახებ, იგი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი განცხადებით, რამინ თარაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და სასულიერო პირისათვის შეუსაბამო განცხადებებს ავრცელებს.

„საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს. იგი არასდროს ყოფილა ხელდასხმული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.

ამასთან, გაურკვეველია მისი რელიგიური კუთვნილება. კერძოდ, რომელ ეკლესიას ეკუთვნის და ნამდვილად არის თუ არა იგი სასულიერო პირი. თავად რამინ თარაშვილი საჯაროდ ერიდება ამ საკითხზე საუბარს, არ ასახელებს, კონკრეტულად რომელი ეკლესიის წევრია, სად და ვის მიერ არის ხელდასხმული, სად მსახურობს ამჟამად.

მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ რამინ თარაშვილი უნდა მსახურობდეს დნეპროპეტროვსკის ფერისცვალების ტაძარში. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა (იხილეთ ბმული, თუმცა იქ რამინ თარაშვილი ნამდვილად არ მსახურობს. უფრო მეტიც, დნეპროპეტროვსკის ეპარქიის სასულიერო პირთა სიაში მისი სახელი და გვარი საერთოდ არ ფიქსირდება.

მართლმადიდებელი სასულიერო პირისათვის შეუსაბამო და ყოვლადმიუღებელია სრული სამღვდელო შესამოსლით პოლიტიკურ აქციაზე გამოსვლა. ასეთი სამოსით სასულიერო პირი მხოლოდ ლიტურგიაზე იმოსება. სავარაუდოდ, ამ შეუსაბამოდ და კანონდარღვევით გამოყენებული შესამოსლით რამინ თარაშვილი ცდილობდა, სიტყვით გამოსვლისას ფსიქოლოგიური გავლენა გაემძაფრებინა და გარეგნული ეფექტი მოეხდინა საზოგადოებაზე.

აღარაფერს ვამბობთ მის კიდევ ერთ საქციელზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სასულიერო პირისთვის. მიმდინარე წლის 26 ივლისს რამინ თარაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე მთავარ სურათად დააყენა წელს ზემოთ შიშველი ფოტო, რაც სასულიერო პირისათვის უპირობოდ შეუსაბამოა.

თავის გამოსვლასა და ინტერვიუში რამინ თარაშვილი საჯაროდ ამცირებს უმაღლეს იერარქს, ცილს სწამებს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ მღვდელმთავარს. საეკლესიო სამართლის მიხედვით, ამგვარი საქციელი მკაცრად ისჯება. ამას გარდა, იგი თავს „წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებულ“ ადამიანად მოიხსენიებს, რაც სასულიერო პირისათვის ასევე შეუფერებელი საქციელია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რამინ თარაშვილის ნებისმიერი საღვთისმსახურო ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოების ნაწილი“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები