პარასკევი, მაისი 9, 2025

ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 5 წლამდე გაიზრდება

ევროკავშირი ვიზების გაცემის წესებს ცვლის. ახალი ინიციატივა პირველ რიგში, უსაფრთხოების გაძლიერებას უკავშირდება, ამავე დროს, რეფორმის მიზანი საერთაშორისო მოგზაურებისთვის ტურისტული და ბიზნეს ვიზების მიღების ვადების შემცირება და პროცედურის გამარტივებაა. ამის შესახებ 1tv წერს.

როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, ახალი ინიციატივის ამოქმედების შედეგად, ვიზების გაცემის ვადა 15-დან 10 დღემდე შემცირდება.

ამავე დროს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასვლის მსურველებს სავიზო განაცხადის შევსება გამგზავრებამდე 6 თვით ადრე შეეძლება.  დღეს ეს მაქსიმუმ 3 თვით ადრეა სავალდებულო. ამასთან, აპლიკაციის შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად.

როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, რეფორმის შედეგად,  ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 1 წლიდან 5 წლამდე გაიზრდება და მისი მიღება უფრო მარტივი იქნება იმ მოგზაურებისთვის, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ხანგრძლივი და დადებითი ისტორია აქვს.

ევროკომისიის მიერ შეთავაზებული რეფორმის კიდევ ერთი პუნქტი მოკლევადიანი ვიზების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს. კერძოდ, ტურისტებს შვიდდღიანი ვიზების მიღება ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე შეეძლებათ. მსგავსი ვიზა მოგზაურებს საშუალებას მისცემს შვიდი დღე დარჩნენ მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელმაც ეს ვიზა გასცა.

ევროკომისიის ახალი ინიციატივა სავიზო მოსაკრებელის 25-პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, მოგზაურებს 60 ევროს ნაცვლად 80 ევროს გადახდა მოუწევთ. ევროკომიასაში აცხადებენ, რომ გაზრდილი გადასახადი საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს სასაზღვრო კონტროლი გააძლიერონ, განაახლონ შესაბამისი აღჭურვილობა და გაზარდონ თანამშრომელთა რაოდენობა.

სავიზო კოდექსის ცვლილებები ასევე მოიცავს ახალი, უფრო მკაცრი მექანიზმის ამოქმედებას და შესაბამისად, ვიზების მიღებაზე უფრო მკაცრი პირობების დაწესებას იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებიც არ თანამშრომლობენ ევროკავშირთან არალეგალური მიგრანტების რეადმისიაზე.

ევროკომისიის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ წელს გაზაფხულიდან ევროკომისია ვიზების საინფორმაციო სისტემის გადახედვის ინიციატივას წარადგენს. 2018 წლის ბოლომდე კი, ევროპარლამენტთან და წევრ სახელმწიფოებთან ევროკომისია დიალოგის დაწყებას გეგმავს, რათა ვიზების გაცემის პროცედურა სრულად ელექტრონული გახდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები