სამშაბათი, იანვარი 20, 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულ ვიზიტსა და ვიზიტის ფარგლებში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს პარლამენტის ფუნქციისა და როლის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ და მიმდინარე სასესიო პერიოდის საპარლამენტო დღის წესრიგი განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მთავარი პარტნიორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ირაკლი კობახიძემ იან კელის საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი…“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი თოვლიან დღეებში ბავშვების გარე აქტივობებს ეხმაურება და მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.„რა ლამაზად თოვს და როგორი გახარებულები არიან ჩვენი ბავშვები. ცივი ჰაერი არ გვემუქრება — ნამდვილი მტერი გადაცივება და გადაღლაა.თუ ბავშვი ჯანმრთელია და სწორად არის ჩაცმული, თოვლი მისთვის საფრთხე კი არა, უდიდესი სარგებელი და სიხარულია!ბავშვი შაქრის ნამცხვარი არაა — ჰაერზე არ დნება. უფრო მეტიც, სწორად ჩაცმული ბავშვი თოვლში გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე სახლში გადახურებული.და ბოლოს, გარე აქტივობის შემდეგ დაალევინეთ თბილი ჩაი, ჩააცვით მშრალი წინდა და მერწმუნეთ, უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან“, - წერს პედიატრი.

საქართველოს პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მომწერეს, ეს ბიჭი გარდაიცვალაო… ეს კადრები თვალებიდან არ ამომდის… “ – წვეულების ორგანიზატორი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

წვეულებების ორგანიზატორი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს ერთ-ერთი საღამოდან, როდესაც დედის ხელის თხოვნის ცერემონიას მისი შვილიც დაესწრო. როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ტრაგიკულად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ორგანიზატორის თქმით, მანამდე, სოცქსელში გავრცელებულ კადრებს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.„მგონია გული გამისკდება ახლა... არც მჯერა... ამ ბიჭის ემოციები ყველას კარგად გვახსოვს… რამდენიმე კვირაც არაა გასული ჯერ ამ ლაივიდან… მომწერეს, რომ ეს ბიჭი გარდაიცვალა... ეს კადრები თვალებიდან არ ამომდის…რა უხარია, დედა გაათხოვაო? ახლა რას გრძნობთ ნეტა?? არ გრცხვენიათ თქვენი კომენტარების?? დედა იმედიანად დატოვა... ალბათ გრძნობა ამ ყველაფერს… ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება მისი სიტყვები და ემოციები... არ მინდოდა ნეგატივის მოტანა თქვენთვის, მაგრამ ვერ ვჩერდები! როგორ ვტკენთ ერთმანეთს გულს არაფრის გამო. სხვისი სიხარულის გაზიარება აღარ შეგვიძლია... ახლა ხომ იტყვით, უი, საცოდავი, რა დაემართაო… ვინ იცის, რამხელა ტკივილი გაატანეთ თქვენი არაფრისმომცემი კომენტარების გამო…. ტკივილში უფრო გვერდით მდგომები… სიხარულის გაზიარებაში რატომ არ დაუდექით გვერდით? მისთვის გული რომ არ მეტკინა, კომენტარებიც ჩავხურე... უამრავი წავშალე… აეროპორტში ხელი ჩამომართვა, სიტყვას გაძლევ, ქორწილში შენც იქნებიო... ასეა ეს ცხოვრება… მე კი მივდივარ ახლა გაყინული, „ღიმილით“ რომ გავაგრძელო ბედნიერების წუთების მოპოვება… ვაგრძელებ, მაგრამ ვინ იცის, რა ხდება ჩემს გულში…“ - წერს ორგანიზატორი.

„ღვთის ქართული საქმე გეკეთებინოს ყველას… ერთმანეთი აღარ დავჭამოთ“ – მეუფე იაკობი

მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ყველა ვნახავთ, ვის უნდა და ვის არა მშვიდობა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, მთავრობამ და ეკლესიამ საზოგადოება უნდა შეარიგოს.მეუფემ მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.„ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო. ჩვენს უწმინდესს, წმინდა სინოდს, ეკლესიის ყველა შვილს, ჩვენს მთავრობას და მხედრობას, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ ამ დიდ დღეს, იმ ადამიანებს, ქუჩებში რომ დარბიან, თუმცა ნამდვილად არ ვიცი რატომ დარბიან. რა უნდათ, მაგრამ ისე ყოფილიყოს, რომ ყველას ერთად ერთი დიდი საქმე გვეკეთებინოს. ღვთის ქართული საქმე გეკეთებინოს ყველას. ნურავინ დავიბრალებთ, რომ ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, არაფერი იქნებოდაო. საქართველოს ისტორია არც ახლა იწყება, არც 2003 წლიდან დაწყებულა, არც 2012 წლიდან და არც 2026 წლიდან დაიწყება. მუდმივ პროცესში ვართ. მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ. ერთმანეთი აღარ დავჭამოთ. გვეყო ეს ყველაფერი. კარგად მივდივართ, მაგრამ ბოლომდე სწორად მივიდეთ, რომ ვინმეს ხახაში არ ჩავუვარდეთ. თუ არავისთან ურთიერთობა არ გქონდა, ვიღაც მაინც გადაგყლაპავს, ცოტა ხანი იქნები და მერე არც ოპოზიციონერი გაგვახსენდება და არცერთი პარლამენტარი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იქ დგას, სადაც ხალხს სჭირდება. „ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ, გაყოფილი როგორია ახლა, სადღაც მიდიხარ და ვიღაცები პატივს გცემენ, ვიღაცები კიდევ შეშინებულები არიან. არ შეიძლება ქართველები ასე ვიყოთ. საერთო მტერთან ერთად ვიბრძოლოთ, საქართველო გავაძლიეროთ და ერთმანეთში მერე გავარჩიოთ საქმეები. ღმერთს გაუხარდება თუ წმინდა ნინოს ჩვენი ასეთი დაყოფა? ომებში არ ჩავერთეთ და ახლა ის დროა, ერთმანეთი ისე არ დავაზიანოთ, როდესაც მსოფლიო გადანაწილება დაიწყება, ვიღაცის ხახაში არ აღმოვჩნდეთ. ერთმანეთთან კარგად ვიყოთ, არ ვმტრობდეთ, უცხოეთში არ გავრბოდეთ, მოდი დაგვეხმარეო. ასე არ შეიძლება“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

გთხოვთ გააზიაროთ-მარნეულში ოჯახი 83 წლის კაცს ეძებს

ოჯახი 83 წლის ფერხად ნამაზოვს ეძებს.ოჯახის ინფორმაციით, ფარხად ნამაზოვი გუშინ, 18 იანვარს მარნეულში დაიკარგა.ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით მითითებულ ნომერს.

ბოლო სიახლეები