კალაძეს „შენი იდეა მერს“ ფარგლებში, პარკინგის პრობლემის მოგვარების იდეა შესთავაზეს
„მენაშენეთა ასოციაცია“ თბილისის მერს კახა კალაძეს, პროგრამის „შენი იდეა მერს” ფარგლებში, პარკინგის პრობლემის მოგვარების კიდევ რეკომენდაციას სთავაზობს. მენაშენეების მოსაზრებით, კიდევ ერთი გამოსავალი პარკინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად უქმად არსებული პარკინგების მომგებიანად გამოყენებაა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
მენაშენეთა ასოციაციის რეკომენდაციაში წერია:
“რეკომენდაცია #8 – გადაცვალე უქმად მდგომი პარკინგი მომგებიანი კომპანიის აქციებში.
წინა რეკომენდაციები ითვალისწინებდა პარკინგის საფასურის გაზრდას, რაც, მენაშენეების აზრით, დარგით კერძო ინვესტორებს დააინტერესებს. გარდა ამისა, დეველოპერებისთვის გარკვეული შეღავათებიც იყო გათვალისწინებული ქალაქის ცენტრში მშენებლობის დროს სავალდებულო პარკინგის ადგილის ნაცვლად თუ მერიის სპეციალურ ფონდში გადარიცხავენ სოლიდურ თანხას. ასეთ შემთხვევაში მერიას გამოუჩნდება ფინანსური ფონდი, რომლითაც დედაქალაქის ცენტრში შეძლებს პარკინგების აშენებას.
შესაბამისად, თუ მოხდება პარკირების საფასურის გაზრდა, რაც გამოიწვევს ამ ბიზნესის მომგებიანობას და თუ მოხდება დეველოპერების მიერ არაშენებული პარკინგების საფასურით ფონდის შექმნა, მაშინ შესაძლებელი გახდება გონივრული შეთავაზების გაკეთება რკინის ფარეხების კერძო მფლობელებისთვის, რომელთა ფარეხები დღეს უქმად დგას და ავიწროვებს რეკრეაციულ ზონებს. კერძოდ, მათ ფარეხების სანაცვლოდ გადაეცემათ იმ კომპანიის აქციების ნაწილი, რომლებიც ცალკე მდგომ პარკინგების შენობებს ააშენებს” – წერია “მენაშენეთა ასოციაციის” რეკომენდაციაში, რომელიც “შენი იდეა ქალაქის მერს“-ის ფარგლებში თბილისის მერს კახა კალაძეს შესთავაზეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე...
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას – დავით მათიკაშვილი
„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და...
მოგვიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან არაფერს მოგვიტანს სასიკეთოს – ალექსანდრე მოწერელია
„დღეს კიდევ არის შანსი, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის...
აქციის თითოეულმა წევრმა, უნდა გაიაზროს ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები – მამუკა მდინარაძე
აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ...
რამდენი ათასი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ?! – პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“
„ყველა გრძნობთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას,რომლის ჩადენასაც აპირებთ “გამჭვირვალობის” სახელით. პირდაპირ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტერესების...
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს პარლამენტი მიიღებს და ძალიან მალე ქართული საზოგადოება თავად იხილავს, რამდენი რამ იყო მისთვის დამალული
„წელიწადზე მეტია, რაც გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე ორომტრიალია ატეხილი. ამ კანონს ხან რუსულობა დააბრალეს, ხან მის ავტორებს - მოღალატეობა. ეს...