ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა

დღეს იაპონიაში, ოსაკას პრეფექტურაში წლის რიგით მეორე სუპერტურნირი, ჰარუ ბაშო დაიწყო.

ქართველი სეკივაკეს, ლევან გორგაძის პირველი მეტოქე მონღოლი მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო.

იმის მიუხედავად რო ტოჩინოშინს კუნთის ტრავმა აქვს, ქართველმა მებრძოლმა ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ რომ ლევან გორგაძე წლის პირველი სუპერტურნირის გამარჯვებულია. ჰარუ ბაშოზე ტრავმების გამო , კვლავ არ მონაწილეობენ იოკოძუნები : ჰაკუჰო და კისენოსატო.

ჯურიოს დივიზიონში თავისი ორთაბრძოლა მოიგო გაგამარუმაც.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ წინ გველოდება დიდი ცვლილებები, რაც არ უნდა რთული იყოს სიტუაცია, ჩვენ აღმავლობის გზაზე ვართ, ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის

იქმნება რეფორმატორთა საბჭო ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით, ის მოამზადებს რეფორმათა პაკეტს და ექვს თვეში დავამტკიცებთ, რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს და მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენ აღმავლობის გზაზე ვართ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალები“ არიან ის მებრძოლები, რომლებიც ივლიან იმდენს, რამდენსაც შეძლებენ და რამდენიც საჭიროა.„მივესალმები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, მოგესალმებით, ჩემო უშიშარო თანამებრძოლებო, დიდი მადლობა თქვენ, მადლობა მოძრაობის წინა ლიდერშიფს, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტპატიმრებს, ლევან ხაბეიშვილს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და მანჯგალაძეს, ჩვენს ახალგაზრდებს თავდადებისთვის, დიდი მადლობა ჩვენს ასი ათასობით მომხრეს. ჩვენ სინამდვილეში ვართ ძალიან ბევრი და ისევ უნდა აღმოვაჩინოთ ერთმანეთი, ისევ ჩავკიდოთ ხელი და ისევ ვიპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ ვიაროთ წინ. „ნაციონალები“ ვართ ის მებრძოლები, რომლებიც ივლიან იმდენს, რამდენსაც შეძლებენ და შემდეგ უკვე იმდენს, რამდენიც საჭიროა. ჩვენ წინ გველოდება დიდი ცვლილებები. იქმნება რეფორმატორთა საბჭო ჩემი და ნანუკა ჟორჟოლიანის მონაწილეობით, ის მოამზადებს რეფორმათა პაკეტს და ექვს თვეში ჩვენ მას დავამტკიცებთ. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს და მით უმეტეს ახლა, როცა ჩვენ აღმავლობის გზაზე ვართ, უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.ბიძგების სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.„დღეს თბილისის დროით 15:46-ზე რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო ზოლში მოხდა 3.6(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ XIII ყრილობას მართავს.პარტიის ინფორმაციით, დღეიდან “ნაციონალური მოძრაობა” ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის. კერძოდ, დღევანდელ ყრილობაზე პარტიის დროებით მმართველ საბჭოს აირჩევენ, ხოლო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები, პირდაპირი გზით, 6 თვის შემდეგ ჩატარდება. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე სიახლეც იქნება ისიც, რომ პარტიის წევრები საწევროს გადაიხდიან და პარტიას შემოწირულობის სახით დაეხმარებიან.ამასთან, მუშაობას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეფორმების საბჭო, რომლის თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი მდივანი - ნანუკა ჟორჟოლიანი.აღსანიშნავია, რომ მანამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ბოკუჩავა არ ესწრებოდა, თუმცა ბოკუჩავა დღეს, ყრილობაზე მივიდა.

თინა ბოკუჩავა – დროებითი ორგანო „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქმნება ექვსი თვით, შესაბამისად, ჩემს თავს არ ვხედავ ამ სტრუქტურაში, დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს და პარტიის პოლიტიკურ საბჭოს შემადგენლობაში რიგით წევრად დარჩება. ამის შესახებ ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სამი მიზეზით მოვედი. პირველი – მადლობა ვუთხრა მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან დელეგატები ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მომანიჭეს ორი წლის წინ, რათა მემსახურა პარტიისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს სწორედ ეს იყო. მეორე მიზეზი იყო ის, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირ თანამდებობას არასდროს ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, სიმართლე, ღირსება და ის გამარჯვება, რომელიც ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ.მესამე მიზეზი, რის გამოც დღეს აქ მოვედი – მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან ახლა ყველაზე სწორი იქნება, ბრძოლა გავაგრძელო ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა. ჩემი თხოვნაც იყო, რომ ჩემი კანდიდატურის დასახელებაც არ მომხდარიყო, რათა არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც არაერთხელ განიმარტა, ეს არის დროებითი ორგანო, დროებითი სტრუქტურა, რომელიც იქმნება, რამდენადაც მე მესმის, ექვსი თვით, შესაბამისად, მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში.განვმარტავ კრიტიკოსებისთვისაც, გულშემატკივრებისთვისაც, მაგრამ, პირველ ყოვლისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის, ვისთან ერთადაც 2012 წლიდან მთელი ჩემი არსითა და შეგნებით ვიბრძვი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არსად წასვლას არ ვაპირებ. ვრჩები იმ ორგანოს წევრად, რომელიც მიმაჩნია, რომ მთავარი პოლიტიკური ორგანოა ამ პარტიაში, ზოგადად დემოკრატიულ პარტიებში, რადგან ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სგპ “ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

16 ივლისიდან  2 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში -782 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 169 776 ლარი შეადგინა.6 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 

ბოლო სიახლეები