შაბათი, მაისი 10, 2025

ვიქტორ ყიფიანი: ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკური ბატალიების მეტად მძიმე ასპარეზი აქვს გამოვლილი, მისი მწყობრიდან გამოყვანა არც თუ ისე იოლი საქმეა

ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ არის მხოლოდ მისი შელახული უფლებების აღდგენის მცდელობა, ეს არის ერთი დიდი სევდიანი ისტორია ამხელა რეპუტაციის მქონე ბანკის შესახებ, რომელსაც შეუძლია გაფლანგოს აქტივები და ნულამდე დაიყვანოს მისდამი გამოცხადებული ნდობა, – ბერმუდის სასამართლოში განხილული ბიძინა ივანიშვილის საჩივრის შესახებ, მისმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„იმ პირობებში, როდესაც ბანკს არაფერი არ ჰქონდა ხელჩასაჭიდი, პროცესი იყო ბიძინა ივანიშვილის ნერვებზე თამაშის უბადრუკი მცდელობა. ბანკის ადვოკატები ფაქტების მანიპულაციებითა და კითხვების უცნაურად ჩამოყალიბებით ცდილობდნენ, ემოციური წონასწორობა დაერღვიათ მოწმისთვის და სასამართლოსთვის ეჩვენებინათ, რომ მისი ჩვენება არ იყო სარწმუნო. ჩვენ ეს ეტაპი წარმატები განვლეთ. ყველა პასუხი იყო კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული. ბიძინა ივანიშვილის არგუმენტირებულმა და გაწონასწორებულმა პასუხებმა ბანკის ადვოკატები გამოიყვანა წონასწორობიდან. მოსამართლემ ბატონი ივანიშვილის მიმართ დამატებითი შეკითხვები არ აქვს, მაგრამ მან არაერთი შენიშვნა მისცა მოპასუხე მხარის ადვოკატებს, რომ ისინი თანმიმდევრულები და პროცესთან დაახლოებულები ყოფილიყვნენ თავიანთი კითხვების ფორმულირებისას. ჯერჯერობით მთელი პროცესი არის ნერვების თამაში. ბანკმა ვერ გათვალა თავისი ტაქტიკის წარმატებულობა. სწორად ვერ შეაფასა ვისთან აქვს საქმე. ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკური ბატალიების მეტად მძიმე ასპარეზი აქვს გამოვლილი, მისი მწყობრიდან გამოყვანა არც თუ ისე იოლი საქმეა“, – აღნიშნა ყიფიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები