შაბათი, მაისი 10, 2025

ნიკოლოზ ყიფშიძე – მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში

მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მთელი დღის განმავლობაში სააკაშვილს წნევასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამასთან, ყიფშიძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სააკაშვილის ნევროლოგიურ მდგომარეობას.

„წნევის პრობლემები ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. ალბათ შემდეგ დღეებში შევხედავთ, როგორ იქნება საქმე. დღეს ვერავითარ პროგნოზს ვერ მოგცემთ ნევროლოგიასთან დაკავშირებით. კვება დაიწყო, ნორმალურად წავიდა ეს პროცესი, მაგრამ არ ვიცით, რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამასთან, როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა აღნიშნა, ისეთი პაციენტის მკურნალობა, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, შეუძლებელია გორისა თუ ციხის საავადმყოფოებში. მისი განცხადებით, „გადაწყვეტილების მიღება რომ შეეძლოს, ასეთ ადამიანს ციხეების გარეთ მკურნალობის უფლებას მისცემდა“.

„პრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს, ძალიან მოეწონა მისი სტაფი, კომფორტულად გრძნობს თავს. მინდა, აგიხსნათ ორი სიტყვით, მე რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, ასეთი ავადმყოფის მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო, ან სხვა, შეუძლებელია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. ვერ გეტყვით, ერთი თვე, სამი თვე. ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება, კოლეგები არ დამეთანხმონ, მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს ციხეების გარეთ მკურნალობის უფლებას მივცემდი. თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. იურისტი არ ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის წევრიც. ეს ჩემი გულწრფელი აზრია.

მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს, რომ თქვენ ავადმყოფს უმკურნალეთ. აქ არის სტრესი, ბევრი პრობლემა. ჩემი აზრი ასეთია. შეიძლება ვინმეს მოეწონოს, ვინმეს არა. ეს განცხადება, რასაც ვაკეთებ, პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება, გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, შეუძლებელია ასე გაგრძელება. რამდენი ხანი უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე. კლინიკაში უნდა გააგრძელოს თავისუფლად მკურნალობა. უნდა მისცე ადამიანს საშუალება, თავად გადაწყვიტოს, სად, ვისთან როგორ იმკურნალოს. ის პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს გადავადდეს. არ ვიცი ეს იურიდიული საკითხები. ხომ შეიძლება, ადამიანი გაუშვათ, დიახ, ვითხოვ, რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას, რადგან ეს დღეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში, თუ გინდათ, ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ, ასე იქნება.

რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, იმას არ ნიშნავს, რომ მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი, მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოსი, ფილტვის, თავის ტვინის, ღვიძლის. შემომაქვს ასეთი კითხვა, იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები