ორშაბათი, მარტი 23, 2026

გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს

მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი – აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ერთხელ რაღაცას მოაყოლა – მე, რომ გარდავიცვლებიო”- საქართველოს პატრიარქის არქიდიაკონი, დემეტრე დავითაშვილი პატრიარქთან საუბარს ასე იხსენებს

"ერთხელ რაღაცას მოაყოლა – მე, რომ გარდავიცვლებიო"- საქართველოს პატრიარქის არქიდიაკონი, დემეტრე დავითაშვილი პატრიარქთან საუბარს ასე იხსენებს"უწმიდესს ხილი უყვარს ძალიან. რამდენიმე წლის წინათ თაბორის მთაზე შევხვდი ფერისცვალებას. კაქტუსის ნაყოფი უცხო ხილია და წამოვუღე უწმიდესს, მივართვი. ძალიან საინტერესო გემო აქვს, სხვადასხვა ხილის. უწმიდესს ვკითხე, თუ მოგეწონათ-მეთქი. ჯერ არ გამისინჯავს გემო, ჩემს მშობლებს მივართვიო. უწმიდესს თავისი მშობლების სურათები საძინებელში კედელზე უკიდია და მათ წინ ჩაუქრობლად ანთია კანდელი. განსაკუთრებულ და იმ კერძებს, რომელიც მათ უყვარდათ, მიართმევს ხოლმე. კაქტუსის ნაყოფზეც ასე თქვა, ჯერ მშობლებს მივართვი და მერე შევჭამეო. როგორც მითხრეს, ძალიან მოეწონა. საპატრიარქოს ეზოში ხშრად ჩადის ხოლმე და მარტო ჯდება ბაღში. როდესაც უცხოეთში ვართ, ვცდილობთ ხშირად დავტოვოთ ოთახში მარტო. საერთოდ, ბერებს ძალიან უყვართ მარტოობა. გარეთ იმდენი ქაოსია, რომ განმარტოება კარგი წამალია. უწმიდესი განსაკუთრებით ზამთრის ბაღით ამაყობს და არ არსებობს სტუმარი მიუვიდეს და საუბრის ბოლოს არ უთხრას, თქვენ არ გინახავთ არა ჩვენი ბაღიო და შემდეგ გაიყვანს და აჩვენებს. ეზოში უნიკალური მცენარეები აქვს, თითოეულის სახელი ზეპირად იცის, უვლის, უფრთხილდება. ერთხელ რაღაცას მოაყოლა – მე, რომ გარდავიცვლებიო. გავჯავრდი და საყვედური ვუთხარი, ასე ნუ ამბობთ, თქვენ, რომ რამე მოგივიდეთ, ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, შეიძლება, ერთმანეთი დავჭამოთ, ამიტომ თქვენ დიდხანს უნდა იცოცხლოთ-მეთქი. უწმიდესმა შემომხედა და მითხრა, კაცო, მე თქვენ ცხვრებადა გზრდით, თქვენ კიდევ იზრდებით მგლებადა. პირობა მივეცი, რომ ცხვრებად გავიზრდებით, მგლები არ ვიქნებით და არ დავჭამთ ერთმანეთს. ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს, როგორც ნახატი, ასევე საგალობლებიც. მისი საგალობლები ხშირად ისმის სამებაში. როდესაც უცხოელებმა უწმიდესის „კირილეისონი“ მოისმინეს, თქვეს, გვეგონა ზღაპარში ვიყავით, ისეთი საოცარი ჰარმონია მოვისმინეთო. საერთოდ ამბობენ, როდესაც ადამიანი რაღაცას გადმოცემს, ეს წერილობითი იქნება თუ მუსიკალური, საკუთარ შინაგან მდგომარეობას, სამყაროს გადმოსცემს და უწმიდესი კი შინაგანად ყოველთვის სამოთხეშია. შესაბამისად, მისი მუსიკა, ნახატი, ქადაგება, მხოლოდ და მხოლოდ სამოთხის გარდამოცემა იქნება"...

Reuters-მართლმადიდებელი ქრისტიანების დიდი რაოდენობა შეიკრიბა თბილისი-ს ცენტრში, რათა პატივი მიეგოთ ილია II-სთვის – სულიერი ლიდერისთვის, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში წარმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია...

მართლმადიდებელი ქრისტიანების დიდი რაოდენობა შეიკრიბა თბილისი-ს ცენტრში კვირას, რათა პატივი მიეგოთ ილია II-სთვის — სულიერი ლიდერისთვის, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში წარმართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყნის ხშირად რთულ და დაძაბულ ისტორიაში. 

გთხოვთ გაგავრცელოთ-პატარა სანდროს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სანდროსთვის • სიმსივნის დამარცხებაში დაგვეხმარეთ სასწრაფოდ ეს საჭიროება გადაღება გთხოვთ დაგვეხმაროთ აქვს სიმსივნე კვანძოვანი მუცლის ღრუში აქვს ტკივილი გთხოვთ დაგვეხმაროთ უგრძელდება ქიმიები არ გვაქვს საშვალება გთხოვთ ამოგვიდგეთ მხარში ვის რაც საშვალება გვაქ მადლობა საქართველოს სანდროს ხარში დგომას ღმერთმა დაგლოცოთ დედის განცხადება ანგარიშები მარიამი ღვინიაშვილი სანდროს დედა თიბისი GE04TB7115645064300008 თიბისი GE04TB7115645064300008 საქართველო GE49BG0000000528183746Პირადი ნომერი მარიამი ღვინიაშვილი სანდროს დედა 35001113778 Ტელეფონის ნომერი595354888

მარნეულის მეჩეთის იმამი ჰაჯი ჰაჯიევი – ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის

ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, ჩვენ აქ მოვედით, რადგან თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის, ამის შესახებ მარნეულის მეჩეთის იმამმა, ჰაჯი ჰაჯიევმა სიონში განაცხადა.ჰაჯიევმა ქართველებს მიუსამძიმრა.„ვუსამძიმრებთ ქართველ ხალხს. ისლამის მიმდევრებსა და ქრისტიანებს შორის არის კავშირები რომელიც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაფასებთ ამ კავშირებს და იმედი გვაქვს, რომ ეს კავშირები მომავალშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა ჰაჯიევმა.

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.საელჩოს ინფორმაციით, პიტერ ანდრეოლი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს.„მოხარული ვართ, მივესალმოთ პიტერ ანდრეოლის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს საქართველოში. ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს პორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბოლო სიახლეები