კვირა, მაისი 11, 2025

მარინა კალიურანდი – ჩემი შეთავაზებაა, არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირის ანგარიშში შეფასებული იყო როგორც კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ ისმის კითხვა, არის თუ არა ეს საკმარისი საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, დადგა დრო, ქართველი პოლიტიკოსები ნორმალურ მუშაობას პარლამენტში დაუბრუნდნენ. ამასთან, მარინა კალიურანდის განცხადებით, პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები უნდა დასრულდეს.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა მონაწილეობა მიიღო ორივე არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტი ვალდებულებას გრძნობს, საქართველოში დემოკრატიული რეფორმები ჩატარდეს. უნდა მოხდეს მისი სათანადო შეფასება. რაც შეეხება შედეგებსა და არჩევნების შეფასებას. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს, რაც ეუთო/ოდირმა განაცხადა ანგარიშში შეფასების კუთხით. ეს არჩევნები იყო შეფასებული როგორც კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ ისმის კითხვა, არის თუ არა ეს საკმარისი საქართველოსთვის. იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები. არჩევნების შემდეგ იმედი მაქვს, პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური არეულობა როგორღაც დაიძლევა. დადგა დრო ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომ ნორმალურ, რუტინულ მუშაობას დაუბრუნდნენ. საჭიროა პარლამენტის მუშაობა და არა ბოიკოტი. პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები უნდა დასრულდეს. არ მინდა, ჩავერიო საქართველოს ადგილობრივ საქმეებში. არ მაქვს ამის უფლებამოსილება, რომ ჩავერიო, მაგრამ რასაც მე პოლიტიკოსებისგან ვისმენდი, რომ თანამშრომლობა უნდა მოხდეს კოალიციების დაფუძნებით. საქართველოს პრეზიდენტით დაწყებული და სხვა პოლიტიკოსებით დამთავრებული.

ევროკავშირის ჩართულობა იყო ძალიან კრიტიკული და ღრმა. შარლ მიშელი პირადად იყო ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩაატარა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არ აკეთებს მსგავს რაღაცებს ყოველდღიურად, თუნდაც ყოველწლიურად, მაგრამ ევროკავშირი ვერ გადაგიჭრით პრობლემებს და თქვენ მაგივრად ვერ ჩაატარებს რეფორმებს. ევროკავშირს შეუძლია, გაგიზიაროთ საუკეთესო გამოცდილება, მაგრამ ევროკავშირი ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რაც საქართველოს წინაშე დგას. ახლა დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ეროვნული ინტერესები დააყენონ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ქართველი ხალხის ინტერესი პრიორიტეტად უნდა დააყენონ.

ევროპარლამენტიდან ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ჟან მონეს დიალოგი, რომ ხმა მივაწვდინოთ, მაგრამ ეს არის ფასილიტაცია. ჟან მონეს დიალოგი რომც დაიწყოს, ეს პრობლემებს ვერ გადაჭრის. ეს არის ფასილიტაცია, ეს არის მედიაცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. ასევე ველოდები პარლამენტის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას ჩემს ქართველ კოლეგებთან. სამწუხაროდ, ეს მომდევნო წელს უნდა ჩატარდეს. ეს არის კიდევ ერთი შანსი, განვიხილოთ საკითხები. ასოცირების შეთანხმება არის ის, რაც გვაერთიანებს, პოლიტიკური დოკუმენტი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია ევროკავშირისთვის. ზაფხულში მოხდა უნიკალური შემთხვევა, როდესაც ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ქართულ პოლიტიკურ ელიტას მოუწოდა, შეერთებოდნენ შარლ მიშელის შეთანხმებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომლებიც იყვნენ მიხეილ სააკაშვილთან, არ მოაწყონ პოლიტიკური სიტუაციის პროვიცირება. რა თქმა უნდა, გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და განსხვავებული პოლიტიკური პარტიები. მე და ანა ფოტიგა შესაძლოა, ბევრ რამეში განვსხვავდებოდეთ, მაგრამ ჩვენ ინტერესი გვაქვს საქართველოს საკითხების მიმართ“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

ამასთან, მარინა კალიურანდმა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით. მესმის, რომ მისმა პირადმა ექიმმა უნდა ჩაუტაროს მკურნალობა, მაგრამ როდესაც დააპატიმრეს, ვთქვი, რომ ყველა მისი უფლება უნდა იყოს დაცული და ყველა სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობას. ჩვენ ახლა ვაკვირდებით საქართველოს სასამართლოს, რას გააკეთებს ის. უფრო ოპტიმისტური რომ ვიყო, ძალიან ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია და ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა მხარს დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, მაგრამ დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გადავჭრით პრობლემებს თქვენ მაგივრად. დადგა დრო, ქართველი პოლიტიკოსები შეიკრიბონ, აიღონ პასუხისმგებლობა და დაიწყონ რეალური პრობლემების გადაჭრა. აჩვენონ, რომ დიახ, ჩვენ გაერთიანებული ვართ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

კალიურანდის განცხადებით, საქართველო არ უნდა დაელოდოს მედიაციის ახალ რაუნდს. მისი თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა.

„მედიაციის კიდევ ერთი რაუნდი იქნება თუ არა, მე სპეკულაციებს არ დავიწყებ ამ თემაზე. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, მე არ ველოდები. ჩემი პირადი შემოთავაზებაა, არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს. ევროკავშირის ჩართულობა იყო ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი, მაგრამ რაღაც მომენტში ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა. საქართველო არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს ევროკავშირზე პოლიტიკურ პოლარიზაციასთან და პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით. ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად უნდა დაიწყონ რეფორმები. ეს მოითხოვს არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციის ჩართულობასაც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და დისკუსიებს. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები