ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ბრალდებულებმა საპატიმრო დატოვეს
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ჯგუფური ორგანიზებისთვის ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ და მერაბ ღოღობერიძემ საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
ადვოკატ პაატა შავაძის თქმით, გადაწყვეტილება პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო, თუმცა საქმე სააპელაციო სასამართლოში ისევ გრძელდება. შავაძის ინფორმაციით, დაცვის მხარე უდანაშაულოდ ცნობას, ბრალდება კი მუხლის დამძიმებას ითხოვს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბათუმის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას განაჩენი ბრალდების მხარემ სააპელაციოში 12 თებერვალს გაასაჩივრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩხვირკიას და ღოღობერიძეს 1.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა. აქამდე პროკურატურა ბრალდებულებს მასობრივი არეულობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა (სსკ-ის 225-ე მუხლი). მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას კი განაცხადა, რომ ამ მუხლით დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. მოსამართლის თქმით, მან მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალი 226-ე მუხლით მიუსაჯა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
ბათუმში ვითარება 2017 წლის 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პრაიმტაიმის“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
დააკავეს 23 წლის ძმა, რომელიც ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, რის შემდეგაც, მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული...
გარდაბანში ძმამ და მოკლა
გარდაბანში ძმამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო. შინაგან...
ვახტანგ გომელაური: გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის...
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...