პარასკევი, აგვისტო 7, 2026

წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „წყლის ფორმამ“ მიიღო

წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „წყლის ფორმამ“ მიიღო.

სურათის სიუჟეტი 1962 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. ფარულ, განსაკუთრებულად დაცულ სამთავრობო ლაბორატორიაში ელიზა, თანამშრომელ ზელდასთან ერთად, საიდუმლო, არაამქვეყნიურ არსებას აღმოაჩენს, ეს აღმოჩენა კი მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

დელ ტოროს ფილმში მთავარ როლს სალი ჰოვკინსი ასრულებს, პარტნიორობას კი ოსკარის მფლობელი მსახიობი ოქტავია სპენსერი უწევს.

„დელ ტორო თავის კლასიკურ ხელწერას არ ღალატობს და მაყურებელი ზღაპრულ სამყაროში შეჰყავს. დახვეწილი იუმორითა და მისთვის დამახასიათებლად მძიმე, ძალადობრივი კადრებით, ნელ-ნელა მთლიანად წყლით მოცულნი ვხდებით“, – ასე აფასებენ კინოკრიტიკოსები მექსიკელი რეჟისორის ნამუშევარს.

შარშანდელი შეცდომის და ოსკარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის შემდეგ, უორენ ბიტიმ და ფეი დანაუეიმ „ოსკარზე“ კვლავ საუკეთესო ფილმი გამოაცხადეს. 2017 წელს საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამოცხადების დროს სწორედ უორენ ბიტისა და ფეი დანაუეის შეეშალათ კონვერტი და წლის ფილმად La La Land-ი დაასახელეს, სინამდვილეში კი ამ ნომინაციაში Moonlight-მა გაიმარჯვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას გმობს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.უწყება ხაზს უსვამს, რომ ლატვია კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მოკავშირეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავს ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც.„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან 18 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, - წერს ბრაჟე.

ბოლო 7 თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 76 655 კოლოფი სიგარეტის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 326 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.176 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.9 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 141 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.

აშშ-ის საელჩო – სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს.„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“, – წერს აშშ-ის საელჩო.

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი მასწავლებელია, 15 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.მედიის ცნობით, სროლა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის შემოგარენში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე Debsirin-ის სკოლაში მოხდა.ადგილობრივი მედიისა და პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი სკოლის მეცხრეკლასელი, 14 წლის მოსწავლე იყო. გავრცელებული ცნობებით, მან სროლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ინციდენტის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები მივიდნენ.ტაილანდში Debsirin-ის სკოლა ერთ-ერთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ფილიალი აქვს.ცნობისთვის, ტაილანდში ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონმდებლობა მკაცრია და იარაღის უკანონო ფლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ტაილანდში არაერთი თავდასხმა მოხდა.

დაკავებულია „კანონიერი ქურდი“ რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს 54 წლის „კანონიერი ქურდი“ იუსიფ ალიევი, რომელიც „კრიმინალურ წრეებში“ ცნობილია მეტსახელებით: იუსუფი, „იუშკა“, შამხორისკი.„კანონიერი ქურდი“ 18 წლის განმავლობაში იძებნებოდა.გამოძიების მონაცემებით, ის 2009 წელს უკვე ერთხელ დააკავეს მოსკოვში, თუმცა მაშინ მალევე გაათავისუფლეს.იუსიფ ალიევს ბრალად ედება მკვლელობა, ასევე „კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი სტატუსის“ დაკავება.

ბოლო სიახლეები