ორშაბათი, მაისი 11, 2026

გიორგი კვირიკაშვილი – რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა ხშირ შემთხვევაში ხალხს აიძულებს, დატოვონ თავიანთი სოფელი და ქვეყანა

ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში სოფლად ხალხს აიძულებს, რომ დატოვონ თავიანთი სოფელი, წავიდნენ ქალაქში ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამეტში “თვითმმართველობის რეფორმის” პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობის აღმოფხვრაა.

„სწორედ ამისათვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც შექმნა ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო ჩარჩო. უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი ღერძი და ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს რეფორმის უკვე შემდგომი ნაბიჯები. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანიც არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე. ჩვენი ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. პირველი, ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილების გაფართოება. მეორე, ეს გახლავთ თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსი თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობის მიმართულებით. მესამე, თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მართვის პროცესში და რა თქმა უნდა, ამ სამივე ღერძის ერთობლიობა ჩვენ მოგვცეს სხვა თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ჩასატარებელია კომპლექსური სამუშაოები, რომელთაც სათანადო რესურსი და დრო სჭირდება, მომზადებულია დროში გაწერილი გეგმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რადგან მათი დახმარების გარეშე რთული იქნებოდა 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსის მიღება და იმედი გვაქვს რომ მეორე ეტაპზეც გვექნება მათი მხარდაჭერა. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის ასევე უმთავრესი წინაპირობაა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ ის, რომ დღეს პირველივე ეტაპზე წარმოდგენილია არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეფორმის წარმატებისთვის. ამ  რეფორმის სულისკვეთებას უნდა ვიზიარებდეთ ყველა და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენ გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთან. სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობა იყოს რეფორმის განხორციელების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს, ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის მთავარი წარმმართველი იქნება  პარლამენტი რეგიონული განვითარების სამინისტრო არის ჩართული ამაში. მე დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ამ რეფორმას. ამ რეფორმის მიღების მიზანი უნდა იყოს ის, რომ  რეგიონებში იყოს როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე უნდა იყოს შესაბამისი რესურსი ამ გადაწყვეტილების მიღებისა და აღსულებისათვის. ჩვენი ნატვრა იქნება ნამდვილად ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებებში და ჰქონდეთ უდიდესი მოტივაცია, რომ რეგიონულ განვითარებას შეუწყონ ხელი”, – განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება არასდროს განუხილავს და გეგმა იქნება უსაფრთხოების მისია, რომელიც ირანთან კოორდინაციით განხორციელდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანულ და ფრანგულ სამხედრო ხომალდებთან დაკავშირებით ირანის მუქარას პასუხობს და აცხადებს, რომ მას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება არასდროს განუხილავს.როგორც ემანუელ მაკრონმა კენიის დედაქალაქ ნაირობიში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მაგივრად გეგმა იქნება უსაფრთხოების მისია, რომელიც „ირანთან კოორდინაციით“ განხორციელდება.ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს სპეციალური მისია, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად დაახლოებით 50 ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს.

მეუფე შიო – მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების...

მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, – ამის შესახებ  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა.„ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენ ეკლესიაში და ჩვენ ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“,- განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.

დონალდ ტრამპი – ირანი, უკვე 47 წელია, თამაშობს შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან

ირანი, უკვე 47 წელია, თამაშობს შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან (გადადება, გადადება, გადადება!) და ბოლოს „დიდი პრიზი“ მიიღო, როდესაც პრეზიდენტი ბარაკ ჰუსეინ ობამა გახდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირანისთვის ძალიან კარგი იყო, რადგან ის მათ მხარეს გადავიდა – ისრაელიც და სხვა ყველა მოკავშირეც გვერდით გაწია და ირანს ცხოვრების გასაგრძელებლად ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მისცა.„თეირანში ჩაფრენილი ასობით მილიარდი დოლარი და 1.7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული, რომელიც მათ ვერცხლის ლანგრით მიართვეს. ვაშინგტონში, ვირჯინიასა და მერილენდში ყველა ბანკი დაცარიელდა – იმდენი ფული იყო, როდესაც ის ჩავიდა, ირანელ ბანდიტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, მისით რა ექნათ. ამდენი ფული არასდროს ენახავთ და ვეღარც ნახავენ. ის თვითმფრინავიდან ჩემოდნებითა და ჩანთებით ჩაიტანეს და ირანელები საკუთარ იღბალს ვერ იჯერებდნენ. საბოლოოდ, მათ იპოვეს ყველაზე დიდი გულუბრყვილო, სუსტი და სულელი პრეზიდენტის სახით. ის კატასტროფა იყო, როგორც „ლიდერი“, მაგრამ არც ისე ცუდი, როგორც მძინარა ჯო ბაიდენი! 47 წლის განმავლობაში ირანელები გვატყუებდნენ, გვაყოვნებდნენ, კლავდნენ ჩვენს ხალხს გზისპირა ბომბებით, საპროტესტო აქციებს შლიდნენ, ახლახან 42 ათასი უდანაშაულო, უიარაღო მომიტინგე გაანადგურეს და იცინოდნენ ჩვენს ახლა „კვლავ დიდებულ“ ქვეყანაზე. ისინი ვეღარ გაიცინებენ!“ – წერს ტრამპი.

მასუდ ფეზეშქიანი – ჩვენ არასდროს დავხრით თავს მტრის წინაშე, დიალოგზე ან მოლაპარაკებაზე საუბარი თუ დაიწყება, ეს დანებებას ან უკან დახევას არ ნიშნავს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ დიალოგი დანებებას არ ნიშნავს და ქვეყანა მტრის წინაშე თავს არასდროს დახრის.მისივე თქმით, ირანის მიზანს ერის უფლებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა წარმოადგენს.„ჩვენ არასდროს დავხრით თავს მტრის წინაშე და თუ დიალოგზე ან მოლაპარაკებაზე საუბარი დაიწყება, ეს დანებებას ან უკან დახევას არ ნიშნავს. პირიქით, მიზანია ირანელი ერის უფლებების და ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვა“, – წერს ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში“ – გოგა მანია

ეზოტერიკოსი გოგა მანია გვირჩევს, რომელი ნივთი არ უნდა გავაჩეროთ სახლში, რათა წარმატება არ დაგვებლოკოს.„იმისთვის, რომ არ დაგებლოკოთ წარმატება, ამ ნივთს ნუ გაიჩერებთ სახლში. ეს არა მარტო ბლოკავს თქვენს წარმატებას, ის იწვევს შეპყრობას და დაბალ ვიბრაციული ენერგიების გადმოსვლას თქვენს ასტრალურ თუ ფიზიკურ სხეულზე.  ასეთი არის თვალი, რომელსაც ხშირად ვკიდებთ ხოლმე შემოსასვლელში. ასევე, ეს ნივთები გვხვდება სხვადასხვა სამაჯურებსა და ყელსაბამებზე. ყურადღებით იყავით, ეს ნივთი არის საბუთი შეპყრობის, ენერგეტიკული დაზიანების“, – ამბობს გოგა მანია. 

ბოლო სიახლეები