არჩილ თალაკვაძე: დღეს ატყუებენ ხალხს, რომ გაერთიანდნენ და ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა შექმნეს, მაგრამ ეს ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც კოალიციური „ჩრდილოვანი მთავრობა“ წარადგინა, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. ამ თემაზე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ილაპარაკა.
„დღეს რასაც ატყუებენ ხალხს და ასაღებენ, რომ გაერთიანდნენ და კოალიციური მთავრობა შექმნეს, ეს მაინც ერთი ძალაა -„ნაციონალური მოძრაობა“დაშლილი სხვადასხვა ფერებში, წარმოდგენილი სხვა და სხვა ნომრებით და ლიდერებიც კი, რომლებიც მაგიდის გარშემო იკრიბებიან, თავის დროზე მათი უმრავლესობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და წარმომადგენელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, რომ დღეს თუ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სხვადასხვა ნომრები და აქვთ სურვილი, სხვადასხვა იდეოლოგიით და ლიდერებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე, ეს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია.
„დღეს პარლამენტი რომ მრავალპარტიულია და თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში იბრძოდნენ სხვა და სხვა პარტიების კანდიდატები, ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში გაატარა ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ყველა წინა ხელისუფლების და პოლიტიკური თაობის გაცხადებული სურვილი იყო. მაგრამ იმასაც ვხედავდით ისინი ერთს ამბობდნენ და მეორეს აკეთებდნენ. ამახინჯებდნენ კონსტიტუციას, თავის თავზე მოირგეს საარჩევნო კოდექსი, არასოდეს არ შეცვალეს საარჩევნო სისტემა. სანაცვლოდ ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ამ რეფორმების საფუძველზე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებსაც ჰქონოდათ რეალური შანსი, რომ თავი დაეღწიათ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ჯგუფის შანტაჟისგან, თავი დაეღწიათ იმ წარმოუდგენელი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან, რასაც ისინი სხვა პარტიებზე ზეწოლისთვის იყენებდნენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი აქციის ორგანიზატორებზე: სხვისი ხელით და სხვისი დაზიანებით უნდათ, რომ როგორმე ძალადობრივი პროცესები წარმართონ
"დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ყოველდღე ნახავს ახალ-ახალ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქციები არის ხელოვნური და რაც მთავარია, უცხოეთიდან დაფინანსებული იმისათვის,...
კახა კალაძე: ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე...
ლევან მაჭავარიანი: რატომ მოხდა, რომ უჩა აბაშიძის დაკავებას მოყვა ყველაზე დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან? გამოდის, რომ ორგანიზატორები საქმის კურსში იყვნენ ამაზრზენი კომპრომატების მოგროვების შესახებ?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება,...
გრეტა წიწავა: ადრე ვიცოდით ამაზრზენი „ნაცების კასრები“, ახლა დაემატა „პირადი კასრები“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ითქვა, რომ უჩა...
ირმა ზავრადაშვილი: ათი ათასი ადამიანი მსვლელობით რომ დაიძრა რუსთაველისკენ, „მთავარი არხის“ თქმით, ასი ათასი გახდა, ხოდა, „ხალხის მდინარეები“ ერთ ადგილზე რომ მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა“-ზე
„ეს „ხალხის მდინარეები” ერთ შენაკადად რომ შეერთდება და ერთ ადგილზე მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა-ზე“,-...
ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ – ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა
ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...