ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025

ქალმა ინტერნეტით აღმოაჩინა, რომ პაემანი ბავშვის მკვლელთან ჰქონდა

ბრიტანეთში ქალმა შემთხვევით, სოციალურ ქსელში აღმოაჩინა, რომ მას პაემანი 2 წლის ბიჭის მკვლელთან ჰქონდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

ქალი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ჯონ ვებელსი, ბავშვის მკვლელი ავტობუსში გაიცნო. ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ და აღმოჩნდა, რომ მათ არაერთი საერთო ინტერესი ჰქონდათ; უსმენდნენ ერთი ჟანრის მუსიკას, უყვარდათ პოლიტიკაზე საუბარი და კაცმა ქალის მოხიბვლა თავდაჯერებულობითა და იუმორით შეძლო.

ქალი ამბობს, რომ ის არ ს აუბრობდა საკუთარ ბავშვობაზე და იშვიათად იყენებდა სოციალურ ქსელებს. ამის გამო, ქალმა მის შესახებ არაფერი იცოდა, გარდა იმისა, რასაც კაცი უყვებოდა.

მოგვიანებით, როცა ისინი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ბარში შეხვდნენ, კაცმა ბევრი დალია და წამოსვლისას, ავტობუსის გაჩერებაზე, ქალს აკოცა.

როგორც ქალი ჰყვება, მკვლელმა ამის შემდეგ მესიჯების ხშირად მიწერა დაიწყო. ქალმა უთხრა, რომ მას უკვე ჰყავდა მეგობარი კაცი.

გაღიზიანებულმა ვენებლსმა დაიწყო მუქარა, რომ თუ მას არ დაშორდებოდა, კაცს უამბობდა, რომ მისი შეყვარებული მოღალატე იყო.

წყვილი ერთმანეთს შემთხვევით ისევ შეხვდა და მათ იკამათეს.

ამის შემდეგ, ქალმა საკუთარი მეგობრისგან Facebook-ზე მიიღო ბმული, რომელზეც 1992 წელს ჩადენილ მკვლელებს შორის ჯონ ვენებლსის ფოტოც ჩანდა.

ქალი ჰყვება, რომ არამხოლოდ შინაგანად, არამედ ფიზიკურადაც შეუძლოდ იგრძნო თავი, როცა გააცნობიერა, რომ პაემანი ბავშვის მკვლელთან ჰქონდა.

ჯონ ვენებლსმა ორი წლის ბიჭი, თანამზრახველებთან ერთად, 1993 წელს გაიტაცა და მოკლა. ამ დროს თავად 10 წლის იყო.

ის მაშინ ბრიტანეთის უახლეს ისტორიაში, გასამართლებული ყველაზე პატარა მკვლელი გახდა. ციხე 2001 ერთ წელს დატოვა, თუმცა ამის შემდეგაც არაერთხელ მოუწია პატიმრობა, – სხვადასხვა დანაშაულებების გამო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – ქართული პოლიტიკიდან „ნაცმოძრაობის“ ჩამოშორების შემდეგ ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით შეივსება ველი, ვინ იქნება ოპოზიციაში, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს

ოპოზიციის რა გაერთიანებაზეა საუბარი, ორი ადამიანიც ვერ დადგა ერთად. „ნაცმოძრაობამ“ ე.წ. ახლები რომ
შექმნა, პარტიას ორი თავმჯდომარე ჰყავდა და რა გაერთიანებაზე საუბრობენ? – ამის შესახებ  პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, „მას შემდეგ, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაცმოძრაობის“ ჩამოშორება მოხდება, ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით შეივსება ველი“.„სახელმწიფო არ არსებობს, სადაც პოლიტიკური ველი შეუვსებელი დარჩება. ვინ იქნება ოპოზიციაში, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ველი აუცილებლად შეიცვლება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გედევან ფოფხაძე – არაბუნებრივია, რომ მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი არ არის, 24-საათიან რეჟიმში დაგვჭირდება თანადგომა, მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით

ქვეყანაში არალეგიტიმური ხელისუფლება როდესაც არის და პოლიტიკური პატიმრები არიან, იქ რადიკალური პროტესტი აუცილებელია. შიმშილობას თუ დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი, მივალთ დასკვნამდე, რომ 24-საათიანი პროტესტი ჩვენი გამოსავალია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ეს ვიღაცამ, შესაძლოა, გააკეთოს მორიგეობის სახით.„ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ ვშიმშილობ. ყველამ, ვინც გაითავისა, რომ ეს პროტესტი სწორი ფორმაა, შემოუერთდა აქციას და ერთად ვართ, კარგად ხვდება, რომ ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ ცუდი პროცესი, რომელიც უნდა გაპროტესტდეს. ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის პრობლემა, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში შექმნა. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია დაიწყეს, გადაწყვიტეს, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერი წაშალონ, დიქტატურა გააფორმონ. უკვე არაადეკვატურია, ასეთ მოცემულობას დაუპირისპირდე აკადემიური პროტესტის ფორმებით. ქვეყანაში არალეგიტიმური ხელისუფლება როდესაც არის და პოლიტიკური პატიმრები არიან, იქ რადიკალური პროტესტი აუცილებელია. შიმშილობას თუ დაემატება სოლიდარობა შიმშილობისადმი, მივალთ დასკვნამდე, რომ 24-საათიანი პროტესტი ჩვენი გამოსავალია, მივხვდებით, რომ აქ უნდა იყოს საპროტესტო მუხტი 24 საათი.ჩვენ გვაქვს პროტესტი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გამოვედით კომფორტის ზონიდან და 24 საათი აქ ვართ. აქ რომ იქნება 24-საათიანი საპროტესტო ჯგუფი, მას დასჭირდება კარვები და ამ პროტესტის თანმდევი კარვები იქნება. თუ აქ მოშიმშილეთა ჯგუფია, არაბუნებრივია, რომ არ არის მოშიმშილეთა სოლიდარობის ჯგუფი. 24-საათიან რეჟიმში დაგვჭირდება მეგობრების, თანამოაზრეების თანადგომა. ჩვენ მალე ერთმანეთს ვეღარ მოვუვლით. ამ პროტესტით ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ 24-საათიან პროტესტს ალტერნატივა არ აქვს, რუსთაველზე 24-საათიან ყოფნას ალტერნატივა არ აქვს, ეს ვიღაცამ, შესაძლოა, გააკეთოს მორიგეობის სახით. ჩვენ 24 საათი თუ ვართ, ვიღაც 3-4-6 საათი იყოს“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

კახა კალაძე – ევროკავშირისგან ვითხოვთ მხოლოდ ერთს, იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, დამოუკიდებლობას სცენ პატივი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროკავშირისგან მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს. ამის შესახებ კალაძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.„დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული. ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არის გაჯერებული ტყუილით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული და არანაირ რეალობას არ შეიცავს. ასევე, ძალიან მძიმეა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობდით, მისი მიღების აუცილებლობა ზუსტად მსგავსი ფაქტებიდან გამომდინარეობდა. ერთი მხრივ, გვეუბნებოდნენ, თითქოს საქართველოს მეგობრები ვართო, მეორე ხელით კი სახელმწიფო გადატრიალებებს, რევოლუციებს, ექსტრემიზმის, მოძალადეების წახალისებას ეწეოდნენ. ეს არც მეგობრობაში ჯდება, არც პარტნიორობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.კითხვაზე, ითხოვს თუ არა მმართველი გუნდი ევროკავშირისგან საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას, თბილისის მერი პასუხობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენს ქართველი ხალხი, ევროკავშირისგან კი მხოლოდ ქართველი ხალხისა და საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემას მოითხოვს.„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ეს კი ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი. არჩევნების არანაირ ლეგიტიმაციაზე არ არის საუბარი. არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი, ეს კარგად გაიგეთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ მისცა ლეგიტიმაცია. ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენს ქვეყანასთან, ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ტოპ-5 ლიგაში 33-ე გოლი გაიტანა, მან კობიაშვილსა და იაშვილს გაასწრო

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონატის გასვლით შეხვედრაში „ლიონთან“ 3:2 გაიმარჯვა.პარიზელები ორჯერ დაწინაურდნენ და „ლიონმა“ ორივეჯერ გაათანაბრა.33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელები 2:1 დააწინაურა – ეს მისი 33-ე გოლი იყო ევროპის ტოპლიგებში. ამ მაჩვენებლით მან ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს გაასწრო. მათ ტოპ-5 ლიგის გუნდების მაისურით 32-32 გოლი აქვთ გატანილი.პსჟ-მა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, მეორეში ერთი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჟოაო ნევეშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.პსჟ ამ მომენტისთვის საფრანგეთის ჩემპიონატში 27 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 2 ქულით აღემატება.

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ

აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც პირველი ნაბიჯია მთავრობის ხელახალი გახსნისკენ, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ შემდეგ. დემოკრატთა მცირე ჯგუფმა რესპუბლიკელებს მხარი დაუჭირა, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ.ტეხასის სენატორმა, ჯონ კორნინმა დარბაზში შესვლისთანავე განაცხადა, რომ მხარს უჭერს კანონპროექტს, რითაც რესპუბლიკელებსა და დემოკრატების გარკვეულ ნაწილს საჭირო 60 ხმა დაუგროვდათ საპროცედურო კენჭისყრის გასავლელად. ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება დამტკიცებისთვის. ამ პროცესს შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, პირველი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.

ბოლო სიახლეები